პარტიებს შორის ბრძოლამ საქართველოს იმიჯი არ უნდა დააზარალოს - მდინარაძე

© Government of Georgiaმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2022
გამოწერა
„ნაციონალურ მოძრაობას“ „ქართული ოცნების“ იმიჯის დაზიანება უნდა, მიიჩნევს მდინარაძე.
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. პარტიები უნდა ებრძოდნენ ერთმანეთს, მაგრამ არა ქვეყნის საზიანოდ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ქვეყნის სამხედრო ნეიტრალიტეტი სურს. „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კი ერთმანეთს აბრალებენ იმას, რომ ეს საკითხი ქვეყანაში საერთოდ განიხილება.

„თვითონ იგონებენ, რომ ჩვენ ვაპირებთ ამ თემის წამოწევას. შემდეგ ამ თავიანთ მოგონილ თემაზე ბრაზდებიან, ჩვენ პასუხს გვთხოვენ... ამას პარადოქსიც აღარ ჰქვია. ეს სახელმწიფოს, სამშობლოს, ქვეყნის მტრობის კლასიკური მაგალითია“, – განაცხადა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

საქართველოს ნეიტრალიტეტის საკითხის დაყენება ასეთ დროს უპატიებელი დანაშაულია საკუთარი ქვეყნის წინაშე, მიიჩნევს მდინარაძე.
„ქართული ოცნების“ იმიჯის დაზიანება რომ უნდა „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ჩვეულებრივი ამბავია და გასაგებია. უნდა უნდოდეს კიდეც. პარტიები უნდა ებრძოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ქვეყნის დაზიანებისა და მტრობის ხარჯზე არა“, – განაცხადა მდინარაძემ.
„ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები მკაცრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარის გამო. უკრაინის მხარდამჭერ აქციებზე მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაც მოითხოვეს.
პაპუაშვილი: ოპოზიცია სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს>>
გარდა ამისა, ოპოზიციონერი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში ვიდეოზარის მეშვეობით უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ჩართვის წინადადებით გამოვიდნენ. მმართველ პარტიაში ამ წინადადებას აბსურდი უწოდეს და განაცხადეს, რომ ეს არა ოპოზიციის, არამედ ორი ქვეყნის ხელისუფლებების გადასაწყვეტია.
ყველა ახალი ამბავი
0