პაპუაშვილი: ოპოზიცია სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2022
გამოწერა
მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ ამოცანას საზოგადოებაში დაბნეულობის შემოტანა წარმოადგენს
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. ოპოზიცია აწარმოებს აქტიურ დეზინფორმაციულ კამპანიას სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის მიზნით, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე მკვეთრად გამწვავდა ურთიერთობა მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ და ოპოზიციის ნაწილს შორის, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მეთაურობით. ოპოზიცია უკმაყოფილოა საქართველოს ხელისუფლების პასიური პოზიციით უკრაინის მიმართ, ხელისუფლება კი აცხადებს, რომ მაქსიმუმს აკეთებს.
„დააკვირდით „ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგს - ეს არის ყოველ დღე რაღაც თემების მოფიქრება. ეს არის დეზინფორმაციული კამპანიის, ჰიბრიდული ომის ტიპური ინსტრუმენტი. ჰიბრიდული ომის და დეზინფორმაციის კამპანიის მიზანი არის სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის დათესვა და გაურკვევლობის, მოსახლეობაში დაბნეულობის შემოტანა“, - განაცხადა პაპუაშვილმა „პალიტრა TV“-ს ეთერში.
მან მაგალითად უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტში გამოსვლის თემა მოიყვანა. ამ წინადადებით ოპოზიცია გასულ კვირას გამოვიდა, მაგრამ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მსგავსი საკითხები ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკების გზით უნდა გადაწყდეს.
„გავიდა ერთი კვირა და ჩვენ ეს ინიციატივა უკრაინის ხელისუფლებისგან არ გვინახავს. ამიტომ ეს საკითხი არც დგას, არც განხილულა, არც რაიმე გადაწყვეტილება არ არსებობს. საერთოდ საკითხი არ არსებობს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მანამდე ოპოზიციამ მწვავედ გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, რადგან ამით „მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა“.
იმავდროულად, საქართველომ მხარი დაუჭირა ევროსაბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერების გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭირა ეუთო-ში უკრაინის საკითხზე მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას, მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასის წინააღმდეგ და ასევე იყო მათ შორის, ვინც მიმართა ჰააგის ტრიბუნალს უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დასაწყებად.
ყველა ახალი ამბავი
0