https://sputnik-georgia.com/20220324/kvelaperi-rac-paxlovid-unda-icodet-265461590.html
ყველაფერი, რაც პრეპარატ „პაქსლოვიდზე“ უნდა იცოდეთ
ყველაფერი, რაც პრეპარატ „პაქსლოვიდზე“ უნდა იცოდეთ
Sputnik საქართველო
პრეპარატი Paxlovid-ი ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას 89%-ით ამცირებს. 24.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-24T13:39+0400
2022-03-24T13:39+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/18/250142259_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_246e9a3b7b4f13b2b2a72eb1f9fe06a4.jpg
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველო არის რეგიონში პირველი და მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც პრეპარატი „პაქსლოვიდი“ მიიღო, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.საქართველომ Pfizer-ის მიერ შექმნილი COVID-19-ის სამკურნალო სპეციალური პრეპარატი „პაქსლოვიდი“ 22 მარტს მიიღო. „პაქსლოვიდი“, რომელიც აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) უკვე დაამტკიცა, პირველი პრეპარატია, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ აბების სახით გამოიყენება.ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის თქმით, დღეისათვის მსოფლიოში ოთხი უახლესი პრეპარატია, რომლებმაც კვლევების დროს მაღალი ეფექტურობა აჩვენეს. ესენია: „რემდესივირი“, ანტივირუსული მონოკლონური ანტისხეულები, „პაქსლოვიდი“ და „მოლნუპირავირი“.როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევითა და დახმარებით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო მედიკამენტის შეძენაზე ზრუნვა, როდესაც ბევრმა ქვეყანამ მისი არსებობაც კი არ იცოდა.მისი განცხადებით, სამეცნიერო და სამედიცინო სფერო დიდ იმედს ამყარებს ორ პრეპარატზე – „პაქსლოვიდზე“ (მწარმოებელი Pfizer) და „მოლნუპირავირზე“ (მწარმოებელი Merck).რა კატეგორიის პაციენტები მიიღებენ Paxlovid-ს? - ცერცვაძის განმარტება>>>„რემდესივირისგან“ და ანტივირუსული მონოკლონური ანტისხეულებისგან განსხვავებით, აღნიშნული მედიკამენტები აბების სახით იწარმოება და მათი მიღება სახლის პირობებში მკურნალობის დროს შეიძლება.როგორც ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა აღნიშნა, კვლევებით დადგინდა, რომ „პაქსლოვიდი“ დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მაჩვენებელს 89%-ით ამცირებს, შესაბამისად, მსოფლიოში მასზე მოთხოვნა ძალზე მაღალია.„პაქსლოვიდი“ წარმოადგენს ორი სხვა პრეპარატის - „ნირმატრელვირისა“ და „რიტონავირის“ კომბინაციას. მედიკამენტი ბლოკავს ვირუსის ცილების წარმოქმნის პროცესს, რის შედეგადაც ვირუსი კარგავს გამრავლების უნარს და ხდება არაქმედითუნარიანი. მკურნალობის ხანგრძლივობა 5 დღეს შეადგენს.აღნიშნული პრეპარატით მკურნალობა უნდა დაიწყოს ინფექციის გამოვლენიდან არაუგვიანეს ხუთი დღისა. სწორედ ამიტომაც ყველა პირმა, რომელსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩაიტაროს ტესტი, რათა დროულად მოხდეს ახალი პრეპარატით მკურნალობის დაწყება.„პაქსლოვიდის“გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით, თვითმკურნალობა დაუშვებელია. აღნიშნული პრეპარატის გამოყენება უკვე ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში რეკომენდებული არაა. მისი გამოყენება სახლის პირობებში მკურნალობის დროსაა ნებადართული.ამასთან, ცერცვაძემ განაცხადა, რომ ახალ პრეპარატს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩანაცვლება არ შეუძლია, რომელიც პანდემიის დაძლევის ერთადერთ საშუალებად რჩება.„საქართველოში დღეისათვის გვაქვს ყველა შესაძლებლობა მინიმუმამდე შევამციროთ კოვიდ-პაციენტების მდგომარეობის დამძიმება, ჰოსპიტალიზაცია და ლეტალური გამოსავალი და მოსახლეობამ ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს“, – განაცხადა ცერცვაძემ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/18/250142259_254:161:1860:1365_1920x0_80_0_0_4faddc6f9223aa90a9b2ea1537a2e8df.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
ყველაფერი, რაც პრეპარატ „პაქსლოვიდზე“ უნდა იცოდეთ
13:39 24.03.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) პრეპარატი Paxlovid-ი ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას 89%-ით ამცირებს.
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველო არის რეგიონში პირველი და მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც პრეპარატი „პაქსლოვიდი“ მიიღო, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველომ Pfizer-ის მიერ შექმნილი COVID-19-ის სამკურნალო სპეციალური პრეპარატი „პაქსლოვიდი“ 22 მარტს მიიღო. „პაქსლოვიდი“, რომელიც აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) უკვე დაამტკიცა, პირველი პრეპარატია, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ აბების სახით გამოიყენება.
„ვფიქრობ, ეს იქნება ძალზე სერიოზული ეტაპი საქართველოში კორონავირუსის პანდემიის დაძლევის საქმეში“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის თქმით, დღეისათვის მსოფლიოში ოთხი უახლესი პრეპარატია, რომლებმაც კვლევების დროს მაღალი ეფექტურობა აჩვენეს. ესენია: „რემდესივირი“, ანტივირუსული მონოკლონური ანტისხეულები, „პაქსლოვიდი“ და „მოლნუპირავირი“.
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევითა და დახმარებით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო მედიკამენტის შეძენაზე ზრუნვა, როდესაც ბევრმა ქვეყანამ მისი არსებობაც კი არ იცოდა.
მისი განცხადებით, სამეცნიერო და სამედიცინო სფერო დიდ იმედს ამყარებს ორ პრეპარატზე – „პაქსლოვიდზე“ (მწარმოებელი Pfizer) და „მოლნუპირავირზე“ (მწარმოებელი Merck).
„რემდესივირისგან“ და ანტივირუსული მონოკლონური ანტისხეულებისგან განსხვავებით, აღნიშნული მედიკამენტები აბების სახით იწარმოება და მათი მიღება სახლის პირობებში მკურნალობის დროს შეიძლება.
როგორც ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა აღნიშნა, კვლევებით დადგინდა, რომ „პაქსლოვიდი“ დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მაჩვენებელს 89%-ით ამცირებს, შესაბამისად, მსოფლიოში მასზე მოთხოვნა ძალზე მაღალია.
„მედიკამენტი უკვე საქართველოშია და მისი გამოყენება უახლოეს დღეებში დაიწყება“, – განაცხადა ცერცვაძემ.
„პაქსლოვიდი“ წარმოადგენს ორი სხვა პრეპარატის - „ნირმატრელვირისა“ და „რიტონავირის“ კომბინაციას. მედიკამენტი ბლოკავს ვირუსის ცილების წარმოქმნის პროცესს, რის შედეგადაც ვირუსი კარგავს გამრავლების უნარს და ხდება არაქმედითუნარიანი. მკურნალობის ხანგრძლივობა 5 დღეს შეადგენს.
აღნიშნული პრეპარატით მკურნალობა უნდა დაიწყოს ინფექციის გამოვლენიდან არაუგვიანეს ხუთი დღისა. სწორედ ამიტომაც ყველა პირმა, რომელსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩაიტაროს ტესტი, რათა დროულად მოხდეს ახალი პრეპარატით მკურნალობის დაწყება.
„პაქსლოვიდის“გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით, თვითმკურნალობა დაუშვებელია. აღნიშნული პრეპარატის გამოყენება უკვე ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში რეკომენდებული არაა. მისი გამოყენება სახლის პირობებში მკურნალობის დროსაა ნებადართული.
ამასთან, ცერცვაძემ განაცხადა, რომ ახალ პრეპარატს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩანაცვლება არ შეუძლია, რომელიც პანდემიის დაძლევის ერთადერთ საშუალებად რჩება.
„საქართველოში დღეისათვის გვაქვს ყველა შესაძლებლობა მინიმუმამდე შევამციროთ კოვიდ-პაციენტების მდგომარეობის დამძიმება, ჰოსპიტალიზაცია და ლეტალური გამოსავალი და მოსახლეობამ ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს“, – განაცხადა ცერცვაძემ.