https://sputnik-georgia.com/20220323/vis-umkurnaleben-paxlovid-cercvazis-ganmarteba-265428728.html
რა კატეგორიის პაციენტები მიიღებენ Paxlovid-ს? - ცერცვაძის განმარტება
რა კატეგორიის პაციენტები მიიღებენ Paxlovid-ს? - ცერცვაძის განმარტება
Sputnik საქართველო
პრეპარატი Paxlovid-ი ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას 89%-ით ამცირებს. 23.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-23T10:21+0400
2022-03-23T10:21+0400
2023-08-17T18:16+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/17/265427959_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_74ef1574a4c8f88c0efd9c1eb2ceff3f.jpg
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტ Paxlovid-ს ძირითადად მიიღებენ ის პაციენტები, რომელთაც მდგომარეობის დამძიმების რისკი აქვთ, განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.საქართველომ Pfizer-ის მიერ შექმნილი COVID-19-ის სამკურნალო სპეციალური პრეპარატი Paxlovid-ი გუშინ მიიღო. Paxlovid-ი, რომელიც აშშ-ის სურსათისა და წამლების სააგენტომ (FDA) უკვე დაამტკიცა, პირველი პრეპარატია, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ აბების სახით გამოიყენება.მისი თქმით, კლინიკური ჯგუფის ექსპერტებთან ერთად უკვე შემუშავებულია შესაბამისი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ის პრიორიტეტული პაციენტები განისაზღვრა, ვისთვისაც მედიკამენტია განკუთვნილი.კერძოდ, პრეპარატის გამოყენება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის იმ პაციენტებში მოხდება, ვისაც დამძიმების პროგნოზულად მაღალი რისკი აქვს. მაგალითად, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ხანდაზმული ადამიანები და ა.შ. ამ შემთხვევაში პრეპარატის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას პაციენტის ოჯახის ექიმი მიიღებს და მისი მიწოდება ბინაზე მოხდება.როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი ხელმისაწვდომი ხდება და ის ადამიანების გარკვეულ კატეგორიას უფასოდ გადაეცემა.გავრცელებული ინფორმაციით, ახლადშექმნილი პრეპარატი ინარჩუნებს ეფექტურობას კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის წინააღმდეგაც.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/17/265427959_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_9ef8b71a0d8bc8f46897256d8b63be70.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
რა კატეგორიის პაციენტები მიიღებენ Paxlovid-ს? - ცერცვაძის განმარტება
10:21 23.03.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) პრეპარატი Paxlovid-ი ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას 89%-ით ამცირებს.
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტ Paxlovid-ს ძირითადად მიიღებენ ის პაციენტები, რომელთაც მდგომარეობის დამძიმების რისკი აქვთ, განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველომ Pfizer-ის მიერ შექმნილი COVID-19-ის სამკურნალო სპეციალური პრეპარატი Paxlovid-ი გუშინ მიიღო. Paxlovid-ი, რომელიც აშშ-ის სურსათისა და წამლების სააგენტომ (FDA) უკვე დაამტკიცა, პირველი პრეპარატია, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ აბების სახით გამოიყენება.
„Paxlovid-ი ტაბლეტირებული მედიკამენტია, რომელიც ინფიცირების პირველივე დღეებში, დიაგნოზის დასმისთანავე უნდა დაენიშნოს პაციენტს. იგი დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების პრევენციის კუთხით 89%-ით ეფექტურია. პაციენტმა სამი ტაბლეტი დღეში ორჯერ უნდა მიიღოს“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, კლინიკური ჯგუფის ექსპერტებთან ერთად უკვე შემუშავებულია შესაბამისი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ის პრიორიტეტული პაციენტები განისაზღვრა, ვისთვისაც მედიკამენტია განკუთვნილი.
კერძოდ, პრეპარატის გამოყენება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის იმ პაციენტებში მოხდება, ვისაც დამძიმების პროგნოზულად მაღალი რისკი აქვს. მაგალითად, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ხანდაზმული ადამიანები და ა.შ. ამ შემთხვევაში პრეპარატის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას პაციენტის ოჯახის ექიმი მიიღებს და მისი მიწოდება ბინაზე მოხდება.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი ხელმისაწვდომი ხდება და ის ადამიანების გარკვეულ კატეგორიას უფასოდ გადაეცემა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახლადშექმნილი პრეპარატი ინარჩუნებს ეფექტურობას კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის წინააღმდეგაც.