Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

რატომ აპირებდა გივი ბერიკაშვილი სახელის შეცვლას ცოლის გამო- მსახიობის შვილიშვილის ინტერვიუ

© courtesy of Givi Berikashviliგივი ბერიკაშვილი
გივი ბერიკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2022
გამოწერა
გივი ბერიკაშვილი და მისი მეუღლე ერთად 65 წელი ცხოვრობდნენ.
გივი ბერიკაშვილი, გარდაცვალების შემდეგ, უამრავი ადამიანის გულში დარჩა. ახლახან კი მისი მეუღლე, ქალბატონი ლეილა კაპანაძეც გარდაიცვალა, მოსიყვარულე ქმართან წავიდა და შეუერთდა მარადისობას. როგორც მათი შვილიშვილი ანო მაისურაძე ამბობს, სახლი ჯერ კიდევ გაჯერებულია მათი სითბოთი და ენერგეტიკით, ხოლო მათი სიყვარულის ისტორია არც დედამიწაზე და არც ზეცაში არასოდეს დასრულდება.
გივი ბერიკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2017
ხელისუფლება გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოხატავს
მსახიობის შვილიშვილი ჰყვება, რომ გივი და ლეილა თეატრალურ ინსტიტუტში ერთ ჯგუფში იყვნენ, ალბათ, 16 წლიდან იცნობდნენ ერთმანეთს და 65 წელი ერთად იცხოვრეს. ფაქტობრივად ნულიდან დაიწყეს ცხოვრება, რადგან გივი კახეთიდან იყო ჩამოსული, მშობლები ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, მისი ბებია კი მრავალშვილიანი ოჯახიდან იყო.

„თავიანთი არაფერი გააჩნდათ და საკუთარი ოფლით, შრომითა და ერთად დგომით იყიდეს ბინა, შექმნეს ბედნიერი ოჯახი და მოიპოვეს ყველაფერი. ბებო ხშირად იხსენებდა სიცილით, რომ დავქორწინდით, გივიმ ტრამვაით წამომიყვანაო“, – ამბობს ანო.

მისი თქმით, გივი მორიდებული იყო, უბით მიჰქონდა ცოლისთვის იები. არცერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული არ ავიწყდებოდა, ოჯახის წევრებისთვის სიმბოლურ საჩურებს ყიდულობდა და ახარებდა.
„ლეილა სულ გივის იძახდა: გივი ეს გვინდა, გივი ის გვჭირდება, გივი – ეს, გივი – ის. ამაზე გივი ხუმრობდა, აღარ ვარ გივი, გადავწყვიტე სახელი გადავირქვაო. თუ ერთ-ერთი მათგანი ცუდად იყო, ხელს გადაუსვამდნენ ერთმანეთს თავზე, თითქოს სითბოსა და ჯანმრთელობას უზიარებდნენ და თავისი სიყვარულის ენერგეტიკით კურნავდნენ. ძალიან განიცდიდნენ და ნერვიულობდნენ ერთმანეთზე“, – იხსენებს ანო მაისურაძე.
ყველა ახალი ამბავი
0