აფეთქება თელავში - დაშავდა ერთი ადამიანი

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები
სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2022
გამოწერა
წინასწარი ვერსიით, საცხოვრებელ სახლში აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. ერთი ადამიანი დაშავდა თელავში მომხდარი აფეთქების შედეგად, იუწყება „პირველი არხი“.
აფეთქება თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მოხდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ტელეკომპანიის ცნობით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კარ-ფანჯრები დააზიანა გვერდით მდებარე სახლშიც. დაზიანდა ქუჩაში მდგარი ავტომანქანაც.
ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახური და პოლიცია.
წინასწარი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0