ძლიერი ქარი ქუთაისში: დაშავდა ერთი ადამიანი

© photo: Sputnik / Valery Titievsky / გადასვლა მედიაბანკშიქარისგან მოტეხილი ხე
ქარისგან მოტეხილი ხე - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2022
გამოწერა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უამინდობა კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. ქუთაისში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა, იუწყება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.
გავრცელებული ინფორმაციით, ქარმა ზოგიერთ ქუჩაზე ხეები ძირფესვიანად მოგლიჯა, დაზიანებულია ელექტროსადენები. შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი პირი.
დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში გადაიყვანა. მკურნალი ექიმის განცხადებით, პაციენტს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება. მას კლინიკაში ყველა საჭირო კვლევა და პირველადი დახმარება ჩაუტარდა.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა პირადად მოინახულა სტიქიის შედეგად დაშავებული მამაკაცი და ქალაქში დაზიანებულ ადგილებსაც გაეცნო.
როდის გამოიდარებს საქართველოში: უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი>>
როგორც მერიაში აცხადებენ, ქალაქში გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ამ დრომდე ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. „სპეციალური სერვისების“ თანამშრომლები ოპერატიულად გადიან დაზიანებულ უბნებზე და წაქცეული ხეებისგან ათავისუფლებენ“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

ამასთან, ქალაქში ამოქმედდა „ცხელი ხაზი", სადაც პრობლემის არსებობის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს დარეკონ და ითხოვონ დახმარება – ტელ: 595 25 03 09.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდი მიმდინარე კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.
ყველა ახალი ამბავი
0