როდის გამოიდარებს საქართველოში: უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

© photo: Sputnik / Stringerთოვლი თბილისში
თოვლი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2022
გამოწერა
საქართველოს უმეტეს ნაწილში უახლოეს დღეებში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. საქართველოში მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ცივი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, დედაქალაქში კი ტემპერატურა თანდათან 25 მარტიდან მოიმატებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 მარტს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი და ნისლიანი ამინდი შენარჩუნდება.
23 მარტს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +8, +13 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +2, +7 გრადუსის ფარგლებში იქნება.
24 მარტს კი დღის მეორე ნახევრიდან კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 23 და 24 მარტს თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.
25 მარტიდან დედაქალაქში უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურაც თანდათან მოიმატებს.
ყველა ახალი ამბავი
0