...მხოლოდ ღამე სრულდება განთიადით

CC BY-SA 3.0 / Wikipedia / Jakub Hałun / Great Wall of Chinaჩინეთის დიდი კედელი
ჩინეთის დიდი კედელი - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2022
გამოწერა
ადვილია წმინდანი იყო, როცა ტიან-შანის მთაზე ზიხარ. ძნელია წმინდანად დარჩე, როცა ბაზარში ზიხარ.
აზრების ფოიერვერკი" ჩინელი ხალხის ბრძნულ გამონათქვამებს გთავაზობთ.
ჩინური სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ისტორია 40 საუკუნეს ითვლის. მსოფლიო კულტურაზე უდიდესი გავლენა მოახდინა ჩინურმა ცივილიზაციამ და მისგან ბევრი რამითაა დავალებული. მაგალითად, ჩინელებმა, სხვა მრავალს შორის, გამოიგონეს ქაღალდი და დენთი, ასევე საბანკო კრედიტი, ქაღალდის ფული და კომპასი, ბეჭდვის ტექნოლოგია, ლაქი, ფაიფური, აბრეშუმი და ფოიერვერკი.
ჩინელი ხალხის ბრძნული გამონათქვამები ჩინური ფილოსოფიის ერთგვარი ასახვაა. ჩინური ფილოსოფია აღმოსავლური ფილოსოფიის ნაწილია, რომლის გავლენა ჩინეთის, იაპონიის, კორეის, ვიეტნამის კულტურებზე ისეთივე დიდია, როგორც ძველბერძნული ფილოსოფიის გავლენა ევროპაზე.
ბრიუს ლი – 80: ბრძენი სულელური კითხვიდან მეტს იღებს, ვიდრე სულელი ბრძნული პასუხიდან>>
• სხეული მოძრაობაში უნდა იყოს, გონება — სიმშვიდეში, ხოლო სული — გამჭვირვალე, როგორც მთის ტბა
• ნუ დააკავებ იმას, რაც მიდის და ნუ ჰკრავ ხელს იმას, რაც მოდის
• როდესაც გიყვარს, მაიმუნიც კი ლამაზად გეჩვენება, ხოლო როცა არ გიყვარს, ლოტოსიც კი მახინჯი გეჩვენება.
• ყველაფერს თავისი დასასრული აქვს და მხოლოდ ღამე სრულდება განთიადით
ლაო-ძის ქვის სკულპტურა - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2018
იდეალისკენ სწრაფვაში არ დაგავიწყდეთ, რომ უნდა იცხოვროთ!
• წასვლის წინ ნუ იქებ თავს, თავი უკანა გზაზე შეიქე
• ლოტოსივით იყავი — ის მღვრიე წყალშიც ყვავილობს
• მოთმინების ფსკერზე ოქრო ილექება
• სანამ უცხო კარს გააღებ, ღიმილი მოირგე
• ნუ განსჯი სხვის წარსულს. შენ არ იცი საკუთარი მომავალი
• თუ ადამიანში ეჭვი გეპარება, მასთან საქმეს ნუ დაიჭერ, ხოლო თუ მასთან საქმე გაქვს — ნუ შეგეპარება ეჭვი
მიამოტო მუსაშის კარ-მიდამო - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2018
სამურაის მარადიული სიბრძნის წესები
• პატარა ადამიანი ბევრს სხვებისგან ითხოვს, ბრძენი — საკუთარი თავისგან
• რომ გაიმარჯვო, ნუ ეცდები მოწინააღმდეგეზე ძლიერი გახდე, არამედ ის გახადე შენზე სუსტი
• როდესაც ზარმაცებს ეხმარები, ამით ეხმარები – კისერზე დაგასხდნენ
• ადვილია იყო წმინდანი, როცა ტიან-შანის მთაზე ზიხარ. უფრო ძნელია წმინდანად დარჩე, როცა ბაზარში ზიხარ.
ყველა ახალი ამბავი
0