დონბასში ომისგან დაზარალებული ადამიანების ცხოვრება

© photo: Sputnik / Ilya Pitalevქალი დაბომბილი საცხოვრებელი სახლის ეზოში. დონეცკი
ქალი დაბომბილი საცხოვრებელი სახლის ეზოში. დონეცკი - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2022
გამოწერა
მარია მარიკიანი
„არის რუსეთში გამგზავრების შესაძლებლობა. წახვალთ?“ ინა სემიონოვა დონეცკის ფრონტისპირა რაიონიდან მაშინვე დათანხმდა. დედა ავადმყოფ შვილებთან ერთად პოდმოსკოვიეს სპეციალურ ცენტრში დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებიდან მასობრივი ევაკუაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში გადაიყვანეს. რა გამოიარეს ამ ადამიანებმა რვა წლის განმავლობაში – იხილეთ „რია ნოვოსტის“ მასალაში.
ინა იგონებს დონეცკში 2014 წელს დაწყებულ არეულობას, როგორ გადაუფრინეს თვითმფრინავებმა, როგორ დაბომბეს... მას შემდეგ შეეჩვივნენ სარდაფში ჩასვლას.
მემორიალი „ანგელოზთა ხეივანი“ - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2022
ანგელოზთა ხეივანი რუსეთში არ იქნება
ახლა ინა თავის მძიმე ავადმყოფ შვილთან ერთად კრასნოგორსკში, ცენტრ „სოზვეზდიეში“
იმყოფება. იქ ბავშვებს მკურნალობენ და ასწავლიან. ბავშვები დედებთან ერთად ავტობუსებით 21 თებერვალს გამოიყვანეს. არავის ეგონა, რომ საქმე მასობრივ ევაკუაციამდე მივიდოდა.
თავდაპირველად დონეცკში სირენის ყოველ ხმაზე ყველა სარდაფებს აფარებდა თავს, შემდეგ კი შეეჩვივნენ, იმალებოდნენ დერეფნებში, აფეთქების ტალღას რომ არ დაეზიანებინა.

დებალცევოს ქვაბი

ანასტასია დემიანმა 17 წელი იმსახურა ბორტგამცილებლად და 2014-ში, როგორც ბევრმა სხვამ, სამსახური დაკარგა. მას შემდეგ ვაჟთან ერთად მისი ინვალიდობის პენსიაზე ცხოვრობს. 12 წლის ეგორი აუტისტია. მათი სახლი დონეცკის აეროპორტთან იდგა. უსაფრთხო არ იყო, ამიტომ 2015-ში უგლეგორსკში, დებალცევოში გადავიდნენ. უკრაინის ძალების განადგურების შემდეგ დებალცევო დონეცკის შემადგენლობაში მოექცა.
დებალცევოს მოვლენები კარგად ახსოვს 18 წლის კატიასაც. იქ მშობლებთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. სამხედრო ნაწილი სახლიდან რამდენიმე ათეულ მეტრში იყო. აფეთქებებისგან კედლები ზანზარებდა.
ლეონიდ პასეჩნიკი - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2019
ლეონიდ პასეჩნიკი: ზელენსკიმ გააკეთა იმაზე ნაკლები, ვიდრე არაფრისმაქნისმა პოროშენკომ
დროთა განმავლობაში სიტუაცია დამშვიდდა. როდესაც 15 წლის გახდა, კატია დონეცკში გადასახლდა და იურიდიულ სასწავლებელში ჩააბარა. დიპლომი უნდა აეღო, როდესაც სიტუაცია კვლავ გამწვავდა. რუსეთში გადასვლაზე ოცნებობს. ამბობს, რომ ბევრი გეგმა აქვს... უნდა მის ახლობლებს აღარაფერი მოაკლდეთ.

საშიში აღარ არის

ძლიერ დაზარალდნენ მეზობელი ენაკიევოს მცხოვრებნიც. 2014 წლის სექტემბერში რვა წლის ანდრეი დიმიტრიევი სახლში ბრუნდებოდა, როდესაც მის სახლთან ჭურვი ჩამოვარდა.
ანდრეის ხერხემალი დაუზიანდა, რამაც წელს ქვემოთ პარალიზება გამოიწვია. ათზე მეტი ოპერაცია გადაიტანა.
  - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2022
პუშილინი: ზელენსკი რადიკალებსა და კურატორებს დაემორჩილა
დონეცკსა და ლუგანსკში დივერსიული ჯგუფები შედიოდნენ. ადგილობრივი მცხოვრები იხსენებს, როგორ დაიჭირეს გორლოვკაში მოზარდების ჯგუფი.
ადგილობრივებს ნაღმსაწინააღმდეგო უსაფრთხოებას ასწავლიან, მაგრამ მსხვერპლი კვლავ დიდია, ძირითადად ბავშვები.
სტუმრები დონეცკიდან და ლუგანსკიდან „სოზვეზდიეს“ ცენტრში იმდენ ხანს დარჩებიან, რამდენიც საჭირო იქნება, ვიდრე სიტუაცია არ დამშვიდდება. სახლების მიტოვება არ უნდათ და სჯერათ, რომ ბავშვებს მშვიდობიან ცხოვრებასთან დაბრუნების შანსი აქვთ.
ყველა ახალი ამბავი
0