პუშილინი: ზელენსკი რადიკალებსა და კურატორებს დაემორჩილა

© photo: Sputnik / Sergey Averin / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2022
გამოწერა
დონეცკის ხელმძღვანელმა დენის პუშილინმა თავისი მოსაზრება გამოთქვა, თუ ვინ არის დამნაშავე ცოტა ხნის წინ მომხდარ ტერაქტში, ვინ და რატომ ესვრის მშვიდობიან ობიექტებს და როგორ აპირებს აღდგენას დონეცკი.
„დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ ფარგლებში რუსული ჯარების აქტიური წინსვლის მიუხედავად, დონბასი კვლავ რჩება ცხელ წერტილად — უკრაინის შეიარაღებული ძალები და ნაციონალისტები ყოველდღე ბომბავენ ქალაქებს, იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. ბოლო ტერაქტმა, როცა დონეცკის თავზე ჩამოგდებულმა უკრაინულმა რაკეტა Точка У-მ 21 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო 37 დაშავდა, მოთმინების ფიალა აავსო. დონეცკში პირობას დებენ, რომ ყველას დასჯიან, ვინც ამ ბარბაროსულ სროლაში მონაწილეობდა.
„ჩვენ მომხდარის სრული სურათი გვაქვს: გვესმის, ვინ გასცა ბრძანება, ვიცით რაიონი, საიდანაც მოხდა დაბომბვა. ეს ქალაქ კრასნოარმეისკის მახლობლადაა — იქ უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-19 ცალკეული სარაკეტო ბრიგადაა განთავსებული. მას პოლკოვნიკი იაროშევიჩი ხელმძღვანელობს. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ მისი პირადი გადაწყვეტილება, იგი შეთანხმებული იყო გაერთიანებული ძალების ოპერაციების მეთაურ პავლიუკთან. დამნაშავეები ჩვენთვის ცნობილია და უნდა დაისაჯონ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამის მისაღწევად“, — ამბობს დენის პუშილინი.
მისი თქმით, იაროშევიჩი სამხედრო დამნაშავეა, მისი ყველა წინა დანაშაულის მასალები შეტანილია რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტში, ვინაიდან ჯერ კიდევ 2017 წელს მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ომის აკრძალულ მეთოდებზე.
კითხვაზე, იციან თუ არა ზელენსკიმ და კიევის ხელისუფლებამ, როგორ იქცევიან უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები და რა დანაშაულებს სჩადიან, პუშილინმა უპასუხა, რომ „უცოდინრობაზე და გაუგებრობაზე საუბარიც არ არის, ვინაიდან მოხდარის სურათი საჯარო სივრციდანაც კარგად ჩანს“. თუმცა დონეცკის ხელმძღვანელმა არ იცის, კონკრეტულად რას აცნობენ ზელენსკის, უმალავენ თუ არა მას ზოგი ოპერაციისა და დანაშაულის დეტალებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
„მაგრამ ცალკე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინის რეჟიმმა და ზელენსკიმ ხელიდან გაუშვეს შანსი, შეეჩერებინათ ომი, თავიდან აერიდებინათ დონბასის მცხოვრებთა — ქალების, მოხუცებისა და ბავშვების განადგურება. ხელიდან გაუშვა, როგორც კი პრეზიდენტი გახდა. ფაქტობრივად, ის დაემორჩილა უკრაინული საზოგადოების რადიკალურ ელემენტებს, რომლებიც დასავლელი მფარველების შესაბამისი დაფინანსებითა და მკაფიო კურატორობით მოქმედებენ“, — მიაჩნია პუშილინს.
მისი თქმით, სიტუაციამ ისეთ ზღვარს მიაღწია, რომ დასავლელ კურატორებს ახლა ზელენსკის წმინდა მსხვერპლად გაღება შეუძლიათ. „უპირველეს ყოვლისა, ისინი მოიშორებენ კრიმინალური ინსტრუქციების მოწმეს, რომლებიც ნამდვილად იქნება გაცემული დასავლეთიდან. და სავსებით ლოგიკური იქნება ვივარაუდოთ, რომ სწორედ ეს ინსტრუქციები არ იძლევა რუსული სპეციალური სამხედრო ოპერაციის შეჩერების, რუსეთის პირობებზე დათანხმების საშუალებას, რომლებიც საკმაოდ ლოგიკურია და გარკვეულწილად, მე ვიტყოდი, ჰუმანურიც კი — უკრაინის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების გათვალისწინებით“.
დონეცკის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ დასავლელი მფარველები მედიასივრცეში უარს ამბობენ უკრაინის რეჟიმისთვის აქტიურ მხარდაჭერაზე, მაგრამ იარაღის მიწოდება, რომელიც გრძელდება და ძლიერდება დასავლეთის მხრიდან, ძალიან სერიოზული საფრთხეა.
პუშილინის თქმით, იმაში, რომ ბოლო დროს უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკისა და ლუგანსკის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას ესვრიან, მკაფიო ჩანაფიქრი იკვეთება. ასე მათ დონბასისთვის მაქსიმალურად შესაძლებელი ზიანის მიყენება და ჰუმანიტარული კატასტროფის შექმნა სურთ.
მეორე მიზეზი კი — ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, რომელშიც თავად ჯარისკაცები და „ნაცბატები“ აღმოჩნდნენ — გრძნობენ რა სასოწარკვეთას, შურისძიებას ცდილობენ.
პუშილინმა აღნიშნა, რომ დასავლელი კურატორები არ უფიქრდებიან, რომ მათი ყველა დანაშაული ფიქსირდება. საჩვენებელი იყო დონეცკზე რაკეტა Точка У-ს გაშვება, რომელიც დასავლურმა მედიამ ჯერ ვერ შენიშნა, მერე კი ცინიკურად გაავრცელეს როგორც რუსული ჯარების კიევზე შეტევა.
შეკითხვაზე, რომელიც საკადრო დეფიციტს შეეხებოდა მობილიზაციისა და შესაძლო ნაწილობრივი დემობილიზაციის გამო, პუშილინმა განაცხადა, რომ ამაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის. ამ დროისათვის ყალიბდება რეზერვები, ვინაიდან ისინი შეიძლება საჭირო გახდეს „უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან გათავისუფლებულ დასახლებულ პუნქტებზე შესაძლო კონტრშეტევის შემთხვევაში“.
„ამიტომ მზად უნდა ვიყოთ. სამობილიზაციო მოქმედებების შეჩერებაზე საუბარი ჯერ არ შეიძლება. ამაზე მხოლოდ ბრძანებაზე ხელმოწერის შემდეგ იქნება ლაპარაკი შესაძლებელი“, — აღნიშნა პუშილინმა.
მისი თქმით, დონბასი თანახმაა, მიიღოს უკრაინის მოქალაქეები, რომლებმაც საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე დატოვეს დონეცკის დასახლებული პუნქტები. ეს ჩვეულებრივ სამოქალქო პირებს ეხებათ, რომლებსაც დონეცკში თავისიანებად მიიჩნევენ.
„ჩვენი მოწინააღმდეგეები — ნეონაცისტები არიან. ეს ის დამნაშავეები არიან, ვის ხელებზეც სისხლია და რომელთა წინააღმდეგაც სასამართლო გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, თუ მანამდე არ დაიღუპებიან დონბასელთა წინააღმდეგ მორიგი სამხედრო დანაშაულის ჩადენის დროს“, — ხაზი გაუსვა პუშილინმა.
მისი თქმით, დანგრეული ქალაქების აღდგენის პროცესი უკვე გასაგებია, ისევე, როგორც დაფინანსების მექანიზმი. მაგრამ ამას დროს სჭირდება. ახლა ყველაზე მთავარი მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარებით უზრუნველყოფა, გზების აღდგენა, ელექტრო- და გაზმომარაგებაა.
რედაქცია შესაძლოა კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს პუბლიკაციაში გამოთქმულ მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე!
ყველა ახალი ამბავი
0