ბუკმეკერებმა „ევროვიზიის“ კონკურსანტები შეაფასეს: რა შანსები აქვს საქართველოს

© courtesy of Città di Torinoტურინი, იტალია
ტურინი, იტალია - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2022
გამოწერა
ნახევარფინალები 10 და 12 მაისს გაიმართება, ფინალი – 14 მაისს. ქართული ჯგუფი ნახევარფინალების მეორე დღეს გამოვა.
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველო, რომელსაც „ევროვიზია 2022“-ზე ჯგუფი Circus Mircus წარადგენს სიმღერით Lock Me In, ბუკმეკერების პროგნოზით, კონკურსზე 29-ე ადგილს დაიკავებს.
Eurovision World-ის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, პირველ ადგილს, სავარაუდოდ, უკრაინა დაიკავებს (35%).

უკრაინის შემდეგ გამარჯვებას „უწინასწარმატყველებენ“ იტალიას (15%). შემდეგ მოდიან შვედეთი (12%), დიდი ბრიტანეთი (5%), საბერძნეთი (4%), პოლონეთი (3%) და ა.შ.

საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი Circus Mircus „ევროვიზია 2022“-ზე მეორე ნახევარფინალის პირველ ნაწილში გამოვა. ზუსტ რიგით ნომერს შოუს პროდიუსერები მაშინ დაადგენენ, როცა ყველა სიმღერა გახდება ცნობილი. ეს აპრილამდე არ მოხდება.
ტრიო Circus Mircus  - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2022
„ევროვიზია-2022“: საქართველოს წარმომადგენელმა სიმღერა წარადგინა
იტალიამ უკვე ორჯერ უმასპინძლა „ევროვიზიის“ კონკურსს – ნეაპოლში (1965) და რომში (1991). ამჯერად კი „ევროვიზიის“ მასპინძლობის უფლება ქალაქმა ტურინმა მოიპოვა – 2021 წლის მაისში როტერდამში იტალიური ჯგუფი Maneskin-ის გამარჯვების წყალობით (სიმღერა Zitti e Buoni).
ნახევარფინალები 10 და 12 მაისს გაიმართება, ფინალი კი 14 მაისს. 66-ე საერთაშორისო კონკურსში წელს 41 ქვეყნის კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას.
გასულ წელს კონკურსზე წარდგა თორნიკე ყიფიანი სიმღერით You. სამწუხაროდ, შემსრულებელი ფინალში ვერ გავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0