https://sputnik-georgia.com/20220322/turqeti-miirebs-zomebs-sav-zrvasi-modreife-narmebis-sesaxeb-informaciis-safuzvelze-265424795.html
თურქეთი მიიღებს ზომებს შავ ზღვაში მოდრეიფე ნაღმების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე
თურქეთი მიიღებს ზომებს შავ ზღვაში მოდრეიფე ნაღმების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე
Sputnik საქართველო
რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახური არ გამორიცხავს უკრაინის პორტებთან მოწყვეტილი ნაღმების ბოსფორის სრუტეში დრეიფის შესაძლებლობას.
2022-03-22T23:08+0400
2022-03-22T23:08+0400
2023-07-20T15:54+0400
თურქეთი
რუსეთი
უკრაინა
პოლიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/03/259277119_0:234:3068:1960_1920x0_80_0_0_6bb08aaf665f84440eebafb1f3029515.jpg
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. თურქეთის თავდაცვის სამინისტრო აუცილებელ ზომებს იღებს შავ ზღვაში მოდრეიფე ნაღმების შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიიფ ერდოღანმა.რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა კვირას განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ „სპეცოპერაციის“ დაწყების შემდეგ ოდესის, ოჩაკოვის, ჩერნომორსკის და იუჟნის პორტების მისადგომებთან დაახლოებით 420 ნაღმი დაამონტაჟეს. სამსახურმა არ გამორიცხა მოწყვეტილი ნაღმების დრეიფის შესაძლებლობა დინების გამო ბოსფორში და შემდეგ ხმელთაშუა ზღვის აუზის ზღვებში. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თურქეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა გემებს დაავალა თვალყური ადევნონ ნაღმებს, იუწყებოდა გაზეთი Hürriyet.მან ასევე განაცხადა, რომ აგრძელებს კონტაქტს რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან – ვლადიმირ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან.„თურქეთმა მკაფიო პოზიცია დაიკავა უკრაინის კრიზისის დაწყებისთანავე, ჩვენ მოვუწოდებთ საღი აზრისკენ და გვსურს დაძაბულობის შემცირება. ამის მისაღწევად ინტენსიურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ", – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების ოთხი პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.
თურქეთი
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/03/259277119_180:0:2911:2048_1920x0_80_0_0_723246296950849e554e283e3844d611.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თურქეთი ზომები შავი ზღვა დრეიფი ნაღმები ინფორმაცია
თურქეთი ზომები შავი ზღვა დრეიფი ნაღმები ინფორმაცია
თურქეთი მიიღებს ზომებს შავ ზღვაში მოდრეიფე ნაღმების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე
23:08 22.03.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური არ გამორიცხავს უკრაინის პორტებთან მოწყვეტილი ნაღმების ბოსფორის სრუტეში დრეიფის შესაძლებლობას.
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. თურქეთის თავდაცვის სამინისტრო აუცილებელ ზომებს იღებს შავ ზღვაში მოდრეიფე ნაღმების შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიიფ ერდოღანმა.
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა კვირას განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ „სპეცოპერაციის“ დაწყების შემდეგ ოდესის, ოჩაკოვის, ჩერნომორსკის და იუჟნის პორტების მისადგომებთან დაახლოებით 420 ნაღმი დაამონტაჟეს. სამსახურმა არ გამორიცხა მოწყვეტილი ნაღმების დრეიფის შესაძლებლობა დინების გამო ბოსფორში და შემდეგ ხმელთაშუა ზღვის აუზის ზღვებში. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თურქეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა გემებს დაავალა თვალყური ადევნონ ნაღმებს, იუწყებოდა გაზეთი Hürriyet.
„ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ეროვნული თავდაცვის სამინისტრო იღებს ყველა საჭირო ზომას. არ ინერვიულოთ", – განაცხადა ერდოღანმა სამშაბათს ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მან ასევე განაცხადა, რომ აგრძელებს კონტაქტს რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან – ვლადიმირ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
„თურქეთმა მკაფიო პოზიცია დაიკავა უკრაინის კრიზისის დაწყებისთანავე, ჩვენ მოვუწოდებთ საღი აზრისკენ და გვსურს დაძაბულობის შემცირება. ამის მისაღწევად ინტენსიურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ", – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების ოთხი პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.