https://sputnik-georgia.com/20220322/tbilisis-sakrebulos-deputatebis-cxubi-sasamartlom-saqmis-ganxilva-ganaaxla-265423857.html
თბილისის საკრებულოს დეპუტატების ჩხუბი: სასამართლომ საქმის განხილვა განაახლა
თბილისის საკრებულოს დეპუტატების ჩხუბი: სასამართლომ საქმის განხილვა განაახლა
Sputnik საქართველო
ხაბეიშვილი ბრალს არ აღიარებს და ამნისტიაზე უარს აცხადებს
2022-03-22T21:51+0400
2022-03-22T21:51+0400
2022-03-22T23:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის საკრებულო
შემთხვევები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264714118_0:182:3315:2047_1920x0_80_0_0_51d0ea6765f4edb6f4332ab2c0748226.jpg
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში ბოლო წინასწარი სხდომა გაიმართა თბილისის საკრებულოს დეპუტატებს შორის ჩხუბის საქმეზე, რომლის ფიგურანტია ამჟამად პარლამენტის წევრი და მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი.საუბარია 2020 წლის 24 იანვარს მომხდარ ინციდენტზე, როდესაც თბილისის საკრებულოში ოპოზიციის და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის კამათი ჩხუბში გადაიზარდა. ხაბეიშვილს ბრალად ედება სხდომათა დარბაზში მომხდარი მასობრივი ჩხუბის შემდეგ საკრებულოს დერეფანში მმართველი ძალის საკრებულოს დეპუტატის ირაკლი ზარქუას ცემა. იმ დღეს თავად ხაბეიშვილიც დაშავდა.ამნისტია, რომელზეც პროკურორი საუბრობს, 2021 წლის შემოდგომაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების საფუძველზე გამოცხადდა. მისი აუცილებელი წინაპირობაა ბრალდებულის თანხმობა.ამ საქმეზე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ხაბეიშვილი ბრალს არ აღიარებს და თავს დაზარალებულად მიიჩნევს სხდომათა დარბაზში ჩხუბის შედეგად. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.„დღეს რეალური მოძალადეების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არის შეწყვეტილი და დაზარალებულის ნაცვლად ხაბეიშვილი აღმოჩნდა ბრალდებულის სავარძელზე“, – განაცხადა კონდახიშვილმა.ამასთან მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ზარქუამ განცხადება ჩხუბიდან რამდენიმე დღის შემდეგ შეიტანა.„მათ სურთ გამოიყენონ ეს საქმე პოლიტიკური ლიდერის გასანეიტრალებლად, მაგრამ წარდგენილი გვაქვს არაერთი მტკიცებულება, რომ არავითარი ძალადობა ირაკლი ზარქუაზე არ მომხდარა, მას დაზიანებები არ მიუღია, რაც ნათლად ჩანს ვიდეომასალებში”, – აღნიშნა გიორგი კონდახიშვილმა.საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში პირველი სხდომა 4 აპრილს გაიმართება.ლევან ხაბეიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია. ამჟამად ის არის პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი და ხელმძღვანელობს პარტიასთან არსებულ ანტიკორუფციულ კომიტეტს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264714118_586:0:3315:2047_1920x0_80_0_0_a20db9f9a11ef153da0fbca5d6de9858.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი საკრებულო დეპუტატები ჩხუბი სასამართლო საქმე განხილვა განახლება
თბილისი საკრებულო დეპუტატები ჩხუბი სასამართლო საქმე განხილვა განახლება
თბილისის საკრებულოს დეპუტატების ჩხუბი: სასამართლომ საქმის განხილვა განაახლა
21:51 22.03.2022 (განახლებულია: 23:05 22.03.2022) ლევან ხაბეიშვილი ბრალს არ აღიარებს და ამნისტიაზე უარს აცხადებს.
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში ბოლო წინასწარი სხდომა გაიმართა თბილისის საკრებულოს დეპუტატებს შორის ჩხუბის საქმეზე, რომლის ფიგურანტია ამჟამად პარლამენტის წევრი და მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი.
საუბარია 2020 წლის 24 იანვარს მომხდარ ინციდენტზე, როდესაც თბილისის საკრებულოში ოპოზიციის და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის კამათი ჩხუბში გადაიზარდა. ხაბეიშვილს ბრალად ედება სხდომათა დარბაზში მომხდარი მასობრივი ჩხუბის შემდეგ საკრებულოს დერეფანში მმართველი ძალის საკრებულოს დეპუტატის ირაკლი ზარქუას ცემა. იმ დღეს თავად ხაბეიშვილიც დაშავდა.
„დაზარალებულმა ირაკლი ზარქუამ ადრე სასამართლოს უკვე მიმართა განცხადებით, რომ არ ჰქონდა პრეტენზია და თანახმა იყო ლევან ხაბეიშვილის მიმართ ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათები ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ თავად ლევან ხაბეიშვილმა უარი განაცხადა ამნისტიის გამოყენებაზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ნათია ქართველიშვილმა.
ამნისტია, რომელზეც პროკურორი საუბრობს, 2021 წლის შემოდგომაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების საფუძველზე გამოცხადდა. მისი აუცილებელი წინაპირობაა ბრალდებულის თანხმობა.
ამ საქმეზე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ხაბეიშვილი ბრალს არ აღიარებს და თავს დაზარალებულად მიიჩნევს სხდომათა დარბაზში ჩხუბის შედეგად. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.
„დღეს რეალური მოძალადეების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არის შეწყვეტილი და დაზარალებულის ნაცვლად ხაბეიშვილი აღმოჩნდა ბრალდებულის სავარძელზე“, – განაცხადა კონდახიშვილმა.
ამასთან მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ზარქუამ განცხადება ჩხუბიდან რამდენიმე დღის შემდეგ შეიტანა.
„მათ სურთ გამოიყენონ ეს საქმე პოლიტიკური ლიდერის გასანეიტრალებლად, მაგრამ წარდგენილი გვაქვს არაერთი მტკიცებულება, რომ არავითარი ძალადობა ირაკლი ზარქუაზე არ მომხდარა, მას დაზიანებები არ მიუღია, რაც ნათლად ჩანს ვიდეომასალებში”, – აღნიშნა გიორგი კონდახიშვილმა.
საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში პირველი სხდომა 4 აპრილს გაიმართება.
ლევან ხაბეიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია. ამჟამად ის არის პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი და ხელმძღვანელობს პარტიასთან არსებულ ანტიკორუფციულ კომიტეტს.