https://sputnik-georgia.com/20220322/romeli-shezgudvebi-uqmdeba-28-martidan-265405645.html
რომელი შეზღუდვები უქმდება 28 მარტიდან: სრული ჩამონათვალი
რომელი შეზღუდვები უქმდება 28 მარტიდან: სრული ჩამონათვალი
Sputnik საქართველო
საკოორდინაციო საბჭო მუშაობის ორკვირიან რეჟიმზეა გადასული – ყოველკვირეული სხდომის ნაცვლად, ორ კვირაში ერთხელ იკრიბება. 22.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-22T12:17+0400
2022-03-22T12:17+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141576_0:161:3068:1887_1920x0_80_0_0_1ddf034d6f8cd285cf8defbcb3fe9bc9.jpg
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უქმდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ყველა შეზღუდვა, გარდა ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებისა.საკოორდინაციო საბჭომ შესაბამისი გადაწყვეტილება არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 28 მარტიდან:უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აპრილის განმავლობაში გაგრძელდება ვაქცინაციის წახალისების პროგრამა. შესაბამისად, 50 წელს ზემოთ პირები ვაქცინის პირველი დოზით აცრის შემთხვევაში 200 ლარს მიიღებენ, ხოლო ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირებს 100 ლარი ჩაერიცხებათ.წყარო: საქართველოს მთავრობა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141576_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_6a6ab6db9ee50c7db89108d803783a25.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
რომელი შეზღუდვები უქმდება 28 მარტიდან: სრული ჩამონათვალი
12:17 22.03.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) საკოორდინაციო საბჭო მუშაობის ორკვირიან რეჟიმზეა გადასული – ყოველკვირეული სხდომის ნაცვლად, ორ კვირაში ერთხელ იკრიბება.
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უქმდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ყველა შეზღუდვა, გარდა ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებისა.
საკოორდინაციო საბჭომ შესაბამისი გადაწყვეტილება არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 28 მარტიდან:
უქმდება ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება და მისი ტარება სავალდებულო იქნება მხოლოდ დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში;
უქმდება როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, ისე სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის სოციალურ ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობრივი შეზღუდვა;
უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში PCR–ტესტის გარეშე ბრუნდებიან;
დისტანციურ სამუშაო რეჟიმში მყოფი საჯარო მოხელეები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აპრილის განმავლობაში გაგრძელდება ვაქცინაციის წახალისების პროგრამა. შესაბამისად, 50 წელს ზემოთ პირები ვაქცინის პირველი დოზით აცრის შემთხვევაში 200 ლარს მიიღებენ, ხოლო ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირებს 100 ლარი ჩაერიცხებათ.