როგორ უნდა გათხოვდეს ქალი: სტრატეგია და ტაქტიკა მამაკაცთან ურთიერთობაში

© Pixabay / NGDPhotoworksქორწილი
ქორწილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2022
გამოწერა
ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და წარმატებული ფსიქოლოგი გაგაცნობთ სამ ნაბიჯს, რომელიც ქალს დაეხმარება, ნებისმიერ ასაკში გათხოვდეს და ბედნიერი ოჯახი შექმნას.
თუ გინდათ გათხოვდეთ, პირველ რიგში, ამ სურვილს უნდა შეეშვათ, ეს იდეა უნდა გააუფასუროთ, ამბობს ცნობილი ფსიქოლოგი მიხაილ ლაბკოვსკი.
მისი გაუფასურება კი შესაძლებელია საკუთარი თავისთვის კითხვის დასმით: „საერთოდ, როგორ შეიძლება გინდოდეს აბსტრაქტულად გათხოვება?“
შეიძლება და უნდა გინდოდეს, რომ:
შეხვდე ვიღაცას, ვინც შეგიყვარდება;
იცხოვრო საყვარელ ადამიანთან;
გააჩინო შვილები საყვარელი ადამიანისგან.
მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა სურვილი კონკრეტულ მამაკაცს უნდა ეხებოდეს და უკავშირდებოდეს.
ქალთან, რომელსაც გათხოვება იმისთვის უნდა, რომ ყველა საზრუნავი ქმარს აჰკიდოს ზურგზე, არცერთი მამაკაცი არ მოისურვებს ხანგრძლივ ურთიერთობას. ასე რომ, როგორც კი ამ აკვიატებულ ფიქრებს მოიშორებთ თავიდან, იცოდეთ, რომ სწორედ იმ დღიდან დაიწყებთ ოჯახის შექმნისკენ მოძრაობას. და ეს პირველი ნაბიჯია.
ქალი და მამაკაცი ბუნებაში - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2022
ქალის ხუთი შეცდომა, ანუ რა აფრთხობს მამაკაცს: ცნობილი ფსიქოლოგი გირჩევთ
მეორე ნაბიჯი: ნუ დაიწყებთ შეხვედრას ცოლიან მამაკაცთან იმ იმედით, რომ მეუღლეს გაეყრება და თქვენზე დაქორწინდება. იცოდეთ, რომ ასეთი ურთიერთობა არის ლატარია მოგების ძალიან, ძალიან მცირე შანსით.
რატომ? იმიტომ რომ მას უკვე ჰყავს შინ მეორე ნახევარი და კიდევ ერთი ცოლი კი არ უნდა, არამედ ზეიმი და საყვარელი სჭირდება! და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცოლს გაეყრება და თქვენ გითხოვთ, ისევ განაგრძობს გვერდზე ცქერას, ზეიმისა და საყვარლის ძებნას.
ამიტომაც არ უნდა უსმინოთ და დაიჯეროთ მამაკაცური ზღაპრები პატარა შვილებისა თუ ავადმყოფი ცოლის შესახებ, რაც მათ, თურმე, ოჯახის მიტოვებაში უშლით ხელს.
ქორწინება — ეს სიყვარულის ლოგიკური განვითარებაა. როცა ადამიანი გიყვარს, გინდა რაც შეიძლება დიდხანს და ხშირად იყო მასთან, შეხვედრები უკვე აღარ გაკმაყოფილებს...
ამიტომ, ნაბიჯი მესამე: საყვარელ მამაკაცთან ერთად უნდა იცხოვრო. თუ ის გარკვეული პერიოდის შემდეგაც კი მზად არ არის ამისთვის, ე.ი. უკვე არც არასდროს იქნება.
ჰოდა, ნუ დაკარგავთ დროს მასზე. საჭირო არ არის, რომ „ვიღაც ბიჭს“ მთელი სამი წელი ხვდებოდეთ. თქვენი ურთიერთობა ექვსი თვის შემდეგ ერთად ცხოვრებაში უნდა გადაიზარდოს. ამ გამოცდილების გარეშე, ანუ ერთად ცხოვრების გამოცდილების გარეშე ოჯახის შექმნა ძნელია. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ, როგორც ოჯახს, არაფერი გაქვთ საერთო, ანუ თანაცხოვრება არ გამოგივიდეთ.

გახსოვდეთ: ხვდებოდე მამაკაცს — ეს სხვაა და იცხოვრო მასთან ერთად — სულ სხვა!

ერთად ცხოვრების ეტაპზე მამაკაცი ქალს ხელს ორ შემთხვევაში სთხოვს:
როცა იცის, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს საყვარელი ქალისთვის და სურს ასიამოვნოს მას;
როცა საყვარელი ქალის დაკარგვისა ეშინია. გამომდინარე იქიდან, რომ კანონიერი ცოლი არ არის, ქალს ხომ ნებისმიერ დროს შეუძლია დაჰკრას ფეხი და გაუჩინარდეს.

თუ გათხოვება გსურთ...

ვიზიტი ფსიქოლოგთან  - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2022
ცნობილი ფსიქოლოგის 10 ძალიან საჭირო რჩევა: აუცილებელია, იცოდეთ!
ვერ გეტყვით, რამდენი დრო უნდა გავიდეს ერთად ცხოვრების მომენტიდან ხელის თხოვნამდე — რამდენიმე თვე თუ ხუთი წელი, მაგრამ, როგორც კი იგრძნობთ, რომ თავზე ფატა და ყვავილებით მორთული კორტეჟი გაკლიათ, მაშინვე პირდაპირ უნდა უთხრათ ამის შესახებ მამაკაცს. თუ კაცი ოჯახის შექმნისთვის მზად არ არის, მალევე დაემშვიდობეთ და გზას ეწიეთ.
თავდაჯერებული, მაღალი თვითშეფასების მქონე ქალი, თუ მამაკაცი პასუხიმგებლობის სატვირთავად მზად არ არის, აუცილებლად წავა მისგან. ხოლო ის, ვინც საკუთარი თავის ფასი არ იცის, დარჩება და წუწუნს განაგრძობს.
არ არის საჭირო დაიწყოთ იმის გარკვევა, თუ რა აშინებს თქვენს მამაკაცს ქორწინებაში. თქვენ მისი დედა არ ხართ და მისმა შიშებმა არ უნდა შეგაწუხოთ.
და არც ასეთი მამაკაცი არ გჭირდებათ არაფერში. დაფიქრდით, რა უნდა აკეთოთ მასთან?..
ყველა ახალი ამბავი
0