ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

© AFP 2024 / BEN STANSALLლონდონის საფონდო ბირჟა
ლონდონის საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2022
გამოწერა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში გაიზარდა.
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 2,67%-ით გაიზარდა და 83,67 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 7,46%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,62%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 7,01% მოგებით 98,71 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 96,57 პუნქტის ფასით, 8,05% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,35%-ით შემცირდა.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,99%-ით გაიზარდა 89,23 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 6,1%-ს.
საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 02.01.2022
ამოქმედდა ახალი კანონი: კორპორატიული მართვის კოდექსი ემიტენტებისთვის
აქციებით ვაჭრობა
Galt&Taggart-ის ინფორმაციით, ფასი „საქართველოს ბანკის" აქციებზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ კვირაში 3,34%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 11,76 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 492 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 10,98–12,48 ფუნტის დიაპაზონში.
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში გაიზარდა 11,96%-ით და ერთ აქციაზე 5,99 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 371 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 5,13–5,99 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 3,52%-ით გაიზარდა 10,6 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 399 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 9,69–10,82 ფუნტის დიაპაზონში.
ყველა ახალი ამბავი
0