https://sputnik-georgia.com/20220321/xelisuflebis-cvlilebis-aranairi-winapiroba-ar-aris-papuasvili-265389671.html
„ხელისუფლების ცვლილების არანაირი წინაპირობა არ არის“ - პაპუაშვილი
„ხელისუფლების ცვლილების არანაირი წინაპირობა არ არის“ - პაპუაშვილი
Sputnik საქართველო
საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს მმართველ პარტიას, აღნიშნა პაპუაშვილმა. 21.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-21T19:41+0400
2022-03-21T19:41+0400
2022-03-21T22:06+0400
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0c/250322243_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_c24302d66620be95303a22f3f2a16c1b.jpg
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის წინაპირობები არ არსებობს, განაცხადა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტარისას.დღეს სააკაშვილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ თუ ოპოზიცია აქტიური იქნება, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩენას მაქსიმუმ თვე-ნახევარი შეძლებს. სააკაშვილის აზრით, ამის შემდეგ უნდა შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა და ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს.გამოკითხვის შედეგებით, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ ჩაატარა, რესპონდენტების 75,9% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო არ უნდა ჩაებას საომარ კონფლიქტში, რადგან კონფლიქტი რუსეთთან საქართველოს ისევე დააზარალებს, როგორც უკრაინას.„ტრიბუნა თუ განსასჯელთა სკამი“? მოსამართლემ სააკაშვილის ადვოკატებს შენიშვნა მისცა>>პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია „ქართული ოცნების“ დამხობა. პაპუაშვილმა „ნაცმოძრაობას“ მოუწოდა, მოემზადონ 2024 წლის არჩევნებისთვის და არ მიმართონ თავიანთი ძალები არეულობების მოსაწყობად.მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ ვერ აღიარებს, რომ საქართველოს მოსახლეობამ მას ოპოზიციის როლი მიანიჭა, და ამ როლიდან გამომდინარე უნდა ეცადონ ისინი, იყვნენ ხელისუფლების ნაწილი და არა პირიქით – უარყონ ის და ისწრაფვოდნენ აბსოლუტური ძალაუფლებისკენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0c/250322243_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_0ec896e162bad3af874ef585b347099a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო
„ხელისუფლების ცვლილების არანაირი წინაპირობა არ არის“ - პაპუაშვილი
19:41 21.03.2022 (განახლებულია: 22:06 21.03.2022) საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს მმართველ პარტიას, აღნიშნა პაპუაშვილმა.
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის წინაპირობები არ არსებობს, განაცხადა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტარისას.
დღეს სააკაშვილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ თუ ოპოზიცია აქტიური იქნება, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩენას მაქსიმუმ თვე-ნახევარი შეძლებს. სააკაშვილის აზრით, ამის შემდეგ უნდა შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა და ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს.
„მოსახლეობის 67%-ზე მეტი მხარს უჭერს ხელისუფლების მიერ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებს. მოსახლეობა მხარს უჭერს, რომ ხელისუფლება არ ებმება ომში, როგორც მხარე... ამიტომ ხელისუფლების ცვლილებისა და ვადამდელი არჩევნების არანაირი წინაპირობა არ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გამოკითხვის შედეგებით, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ ჩაატარა, რესპონდენტების 75,9% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო არ უნდა ჩაებას საომარ კონფლიქტში, რადგან კონფლიქტი რუსეთთან საქართველოს ისევე დააზარალებს, როგორც უკრაინას.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია „ქართული ოცნების“ დამხობა. პაპუაშვილმა „ნაცმოძრაობას“ მოუწოდა, მოემზადონ 2024 წლის არჩევნებისთვის და არ მიმართონ თავიანთი ძალები არეულობების მოსაწყობად.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ ვერ აღიარებს, რომ საქართველოს მოსახლეობამ მას ოპოზიციის როლი მიანიჭა, და ამ როლიდან გამომდინარე უნდა ეცადონ ისინი, იყვნენ ხელისუფლების ნაწილი და არა პირიქით – უარყონ ის და ისწრაფვოდნენ აბსოლუტური ძალაუფლებისკენ.