უკრაინიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის დამატებითი რეისები დაინიშნა

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშივითარება პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე
ვითარება პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2022
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოს მთავრობამ უკრაინიდან სამშობლოში ორგანიზებულად 2 ათასამდე მოქალაქის დაბრუნება უზრუნველყო.
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. უკრაინის მთავრობა ქვეყნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის დაგეგმილი რეისების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, უკრაინულ მხარეზე დაყრდნობით იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ხარკოვი:
08:00 - საქალაქთაშორისო + ხარკოვი - ლვოვი;
11:30 - №299 / 2100 ხარკოვი - ივანო-ფრანკოვსკი;
დნეპრი:
13:00 - №901 /902 დნეპრი - ჩელმი
კრამატორსკი:
13:00 - №271/270 კრამატორსკი - ლვოვი;
16:00 - №273/272 კრამატორსკი - ლვოვი.
დამატებითი რეისები ასევე გაფრინდება ოდესიდან უჟგოროდის მიმართულებით 22:32 საათზე, კიევიდან ჩელმში 19:13 საათზე.
გარდა ამისა, უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით 21 მარტს ქართული მხარის მიერ დაინიშნა ავტობუსის სპეციალური რეისები, რომელიც გავა უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით.
„ავტობუსები ლვოვი–ვარშავის მიმართულებით დამატებით გავა 21 მარტს უკრაინის დროით 09:00 საათზე. ავტობუსები გათვლილია 50 ადამიანზე, მოსახლეობის მშვიდობიანი ევაკუაციის მიზნით მსურველები წინასწარ უნდა ჩაეწერონ შემდეგ ნომრებზე: +380 (63) 376 77 68; +380 (63) 376 73 64", – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება უკრაინიდან: საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში>>>
საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნება ეტაპობრივად გრძელდება. ხორციელდება მოქალაქეთა ორგანიზებული გამოყვანა უკრაინის ტერიტორიიდან მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში.
უწყების ინფორმაციით, უკრაინიდან ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის მოსაზღვრე სახელმწიფოებში საქართველოს საელჩოები უწევენ პირველადი საჭიროების დახმარებას, რის შემდეგაც ისინი საქართველოში მოემგზავრებიან.
ამჟამად საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ საქართველოს საელჩო უკრაინაში, გენერალური საკონსულო ოდესაში და საკონსულო პუნქტი ლვოვში. უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის გარდა, ასევე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში – რუმინეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები.
24 საათის განმავლობაში მოქმედებს „ცხელი ხაზი“ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში, საიდანაც მოქალაქეები იღებენ შესაბამის რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.
წყარო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
ყველა ახალი ამბავი
0