მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„პუტინმა იცის, რაზეა საუბარი“: თეთრი სახლი ანტირუსული სანქციების გაფართოებას აპირებს

© REUTERS / KEVIN LAMARQUEდალიპ სინგჰი
დალიპ სინგჰი - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2022
გამოწერა
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. თეთრი სახლი ანტრისული სანქციების გაფართოებას გეგმავს, რაც ახალ ბანკებსა და ეკონომიკის სხვა სფეროებსაც შეეხება, ნავთობ-გაზის სექტორის ჩათვლით, განაცხადა CBS-თან ინტერვიუში თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა წარმომადგენელმა დალიპ სინგჰმა.
„ჩვენ შეგვიძლია გავაფართოვოთ სანქციები, მივიღოთ ზომები, შემოვიღოთ სანქციები, რომლებიც უკვე გვაქვს გამოყენებული, და დავამატოთ ფიგურანტები <...> მეტი ბანკი, მეტი სექტორი, რომლებსაც ჯერ არ შევხებივართ“, — აღნიშნა სინგჰმა.
მისი თქმით, შეზღუდვები შესაძლოა შეეხოს რუსეთის ეკონომიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვან მიმართულებებს.

„ძირითადად ეს ეხება ნავთობსა და გაზს, თუმცა არის სხვა სექტორებიც. არ მინდა დავაკონკრეტო, მაგრამ ვფიქრობ, პუტინმა იცის, რაზეა საუბარი“, — დაამატა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

შეკითხვაზე, რა უნდა გააკეთოს რუსეთმა იმისთვის, რომ სანქციები მოეხსნას, სინგჰმა განაცხადა, რომ მოსკოვმა, უპირველეს ყოვლისა, უკრაინაში სამხედრო ოპერაცია უნდა შეაჩეროს.
მანამდე Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი ანტირუსული სანქციების მეხუთე პაკეტზე მუშაობს, რომელშიც „ბევრი ახალი სახელი“ შევა, ამასთან განიხილავს მოსკოვისთვის სანავთობო ემბარგოს დაწესების საკითხსაც. წყაროს ცნობით, ენერგეტიკული ემბარგოს დაწესების საბაბი შეიძლება გახდეს „რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ქიმიური შეტევა“ ან „კიევის მასირებული დაბომბვა“.
წყარო: CBS
ყველა ახალი ამბავი
0