მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ემბარგო ნავთობზე: ევროკაშირი ახალ ანტირუსულ სანქციებზე მუშაობს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2022
გამოწერა
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. ევროკავშირი ანტირუსული სანქციების მორიგ პაკეტზე მუშაობს და მათ შორის განიხილავს მოსკოვისთვის სანავთობო ემბარგოს დაწესების საკითხსაც, იუწყება სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდობით.
არსებული ცნობით, ევროკავშირის ლიდერები და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აღნიშნულ საკითხზე ერთობლივად იმსჯელებენ მიმდინარე კვირაში დაგეგმილ სამ შეხვედრაზე — ნატოს, ევროკავშირისა და G7-ის სამიტებზე.
წყაროს ინფორმაციით, ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტში შესაძლოა გათვალისწინებული იყოს ემბარგო რუსული ნავთობის იმპორტზე. მანამდე ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიიღეს შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა.
როგორც სააგენტოს წყაროები აცხადებენ, რუსეთისთვის ენერგეტიკული ემბარგოს დაწესების საბაბი შეიძლება გახდეს „რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ქიმიური შეტევა“ ან „კიევის მასირებული დაბომბვა“.
Reuters-ის ცნობით, მოსკოვმა უკვე გააფრთხილა ევროკავშირი, რომ ნავთობის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებას შესაძლოა ევროპაში უდიდესი გაზსადენის დახურვით უპასუხოს. ევროკავშირის ქვეყნები კი 40%-ით არიან დამოკიდებული რუსულ გაზზე.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების ოთხი პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0