https://sputnik-georgia.com/20220321/shamugia-permerebs-sashualeba-eqnebat-shegavatiani-sesxi-aigon-265386272.html
შამუგია: ფერმერებს საშუალება ექნებათ შეღავათიანი სესხი აიღონ
შამუგია: ფერმერებს საშუალება ექნებათ შეღავათიანი სესხი აიღონ
Sputnik საქართველო
ბოლო წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობაში დაახლოებით 4,5 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. 21.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-21T17:53+0400
2022-03-21T17:53+0400
2022-03-21T21:38+0400
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/06/250811392_0:77:3113:1828_1920x0_80_0_0_8dcf38ed475182e11e06bba9b4723bc1.jpg
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობა იწყებს ფერმერული კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს ბოსტნეული კულტურების შემნახველი მეურნეობების შესაქმნელად სახელმწიფოს მხრიდან 80%-იან თანადაფინანსებას, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაზრდისთვის ხელისუფლებამ პროგრამა „შეღავათიან აგროკრედიტში“ ცვლილებები შეიტანა, რომელიც სახელმწიფო სესხების 9%-მდე სუბსიდირებას და ფერმერული კოოპერატივების მხარდაჭერას ითვალისწინებს.„ახალი პროგრამა, რომელიც კოოპერატივების მხარდაჭერისკენაა მიმართული, ბოსტნეული კულტურების შემნახველი მეურნეობების შესაქმნელად სახელმწიფოს მხრიდან ძალიან მაღალ, 80%-იან თანადაფინანსებას ითვალისწინებს“, – განაცხადა შამუგიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.ანუ ფერმერებს, რომლებიც ბოსტნეულ კულტურებს აწარმოებენ, შეუძლიათ გაერთიანდნენ, შექმნან კოოპერატივი და თუ დააკმაყოფილებენ კონკრეტულ გაწერილ პირობებს, ბოსტნეულის შემნახველი მეურნეობის მოსაწყობად სახელმწიფოსგან გრანტის სახით მიიღებენ დაფინანსებას – მთლიანი ღირებულების 80%-ის ოდენობით. მინისტრის თქმით, მთავრობა მრავალი წელია ახორციელებს მნიშვნელოვან პროგრამებს, რაც მიმართულია კოოპერაციის ხელშესაწყობად მეღვინეობის სექტორში, რძის წარმოების სექტორში, მეფუტკრეობის მიმართულებით და ა.შ., ასევე ტექნიკის მხარდაჭერის მიმართულებით.„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ შევუქმნათ ჩვენს ფერმერებს შესაძლებლობა, რომ თანამედროვე, ყველა სტანდარტის დაცვით შეინახონ მათ მიერ მოყვანილი პროდუქტი და მიაწოდონ ბაზარს პერიოდულად იმ პირობებით, რომელიც მათთვის იქნება უფრო მეტი სარგებლის მომტანი და შეინარჩუნონ პროდუქციის ხარისხი“, – განაცხადა შამუგიამ.მინისტრის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობაში დაახლოებით 4,5 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, რომლის დიდი ნაწილი მოდის კერძო ინვესტიციებზე, რაც მნიშვნელოვანია დარგის შემდგომი განვითარებისთვის.საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამა 2013 წელს ამოქმედდა, რომლის მიზანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ზრდა.
https://sputnik-georgia.com/20220316/sartichalashi-axali-samacivro-meurneoba-gaixsna-265257242.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/06/250811392_382:0:3113:2048_1920x0_80_0_0_319c38beff8ed4907492814c077d2b98.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საზოგადოება, ახალი ამბები
შამუგია: ფერმერებს საშუალება ექნებათ შეღავათიანი სესხი აიღონ
17:53 21.03.2022 (განახლებულია: 21:38 21.03.2022) ბოლო წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობაში დაახლოებით 4,5 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობა იწყებს ფერმერული კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს ბოსტნეული კულტურების შემნახველი მეურნეობების შესაქმნელად სახელმწიფოს მხრიდან 80%-იან თანადაფინანსებას, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაზრდისთვის ხელისუფლებამ პროგრამა „შეღავათიან აგროკრედიტში“ ცვლილებები შეიტანა, რომელიც სახელმწიფო სესხების 9%-მდე სუბსიდირებას და ფერმერული კოოპერატივების მხარდაჭერას ითვალისწინებს.
„ახალი პროგრამა, რომელიც კოოპერატივების მხარდაჭერისკენაა მიმართული, ბოსტნეული კულტურების შემნახველი მეურნეობების შესაქმნელად სახელმწიფოს მხრიდან ძალიან მაღალ, 80%-იან თანადაფინანსებას ითვალისწინებს“, – განაცხადა შამუგიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ანუ ფერმერებს, რომლებიც ბოსტნეულ კულტურებს აწარმოებენ, შეუძლიათ გაერთიანდნენ, შექმნან კოოპერატივი და თუ დააკმაყოფილებენ კონკრეტულ გაწერილ პირობებს, ბოსტნეულის შემნახველი მეურნეობის მოსაწყობად სახელმწიფოსგან გრანტის სახით მიიღებენ დაფინანსებას – მთლიანი ღირებულების 80%-ის ოდენობით.
მინისტრის თქმით, მთავრობა მრავალი წელია ახორციელებს მნიშვნელოვან პროგრამებს, რაც მიმართულია კოოპერაციის ხელშესაწყობად მეღვინეობის სექტორში, რძის წარმოების სექტორში, მეფუტკრეობის მიმართულებით და ა.შ., ასევე ტექნიკის მხარდაჭერის მიმართულებით.
„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ შევუქმნათ ჩვენს ფერმერებს შესაძლებლობა, რომ თანამედროვე, ყველა სტანდარტის დაცვით შეინახონ მათ მიერ მოყვანილი პროდუქტი და მიაწოდონ ბაზარს პერიოდულად იმ პირობებით, რომელიც მათთვის იქნება უფრო მეტი სარგებლის მომტანი და შეინარჩუნონ პროდუქციის ხარისხი“, – განაცხადა შამუგიამ.
მინისტრის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობაში დაახლოებით 4,5 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, რომლის დიდი ნაწილი მოდის კერძო ინვესტიციებზე, რაც მნიშვნელოვანია დარგის შემდგომი განვითარებისთვის.
საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამა 2013 წელს ამოქმედდა, რომლის მიზანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ზრდა.