https://sputnik-georgia.com/20220316/sartichalashi-axali-samacivro-meurneoba-gaixsna-265257242.html
სართიჭალაში ახალი სამაცივრო მეურნეობა გაიხსნა
სართიჭალაში ახალი სამაცივრო მეურნეობა გაიხსნა
Sputnik საქართველო
კომპანია „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. 16.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-16T12:25+0400
2022-03-16T12:25+0400
2022-03-16T18:01+0400
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0e/252012424_0:100:1903:1170_1920x0_80_0_0_3f4619332a86221e0fc31e788cd4d0e8.jpg
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ახალი სამაცივრო მეურნეობა „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტი“ გაიხსნა, იუწყება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო.ახლადგახსნილი საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად დაათვალიერა.„რეგიონში არაერთი საწარმო იქმნება, რაც ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს... კომპანია გეგმავს პროდუქციის ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გაწეული სამუშაოების შედეგად სულ უფრო მეტი კომპანიისთვის და, შესაბამისად, ქართული პროდუქციისთვის ხდება ევროპული ბაზარი ხელმისაწვდომი", – განაცხადა ოთარ შამუგიამ. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში ჯამურად 3,8 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 500 ათასი ლარი გრანტია, 3 მლნ ლარი კი შეღავათიანი აგროკრედიტი. სამაცივრო მეურნეობაში 1 ათასი ტონა ხილისა და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი.სამინისტროს ინფორმაციით, შპს „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტი“ გაერთიანებულია აგროჰოლდინგში. ჰოლდინგში შემავალი კომპანიების საკუთრებაში არსებულ 30 ჰექტარზე, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ მხარდაჭერით, იტალიური ჯიშის 4 სახეობის ყურძენია გაშენებული. წელს ვენახებიდან 400 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.ბოლო მონაცემებით, სახელმწიფოს მხარდაჭერით ქვეყნის მასშტაბით 86 სამაცივრო მეურნეობაა შექმნილი, თანადაფინანსება კი 41 მლნ ლარს აღემატება.წყარო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
https://sputnik-georgia.com/20220301/saxelmwifo-fermerebs-samacivre-konteinerebis-sezenasi-daexmareba-264864901.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0e/252012424_106:0:1798:1269_1920x0_80_0_0_00473f91a92cf9be7be5bd9985455b06.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საზოგადოება, ახალი ამბები
სართიჭალაში ახალი სამაცივრო მეურნეობა გაიხსნა
12:25 16.03.2022 (განახლებულია: 18:01 16.03.2022) კომპანია „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია.
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ახალი სამაცივრო მეურნეობა „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტი“ გაიხსნა, იუწყება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო.
ახლადგახსნილი საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად დაათვალიერა.
„რეგიონში არაერთი საწარმო იქმნება, რაც ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს... კომპანია გეგმავს პროდუქციის ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გაწეული სამუშაოების შედეგად სულ უფრო მეტი კომპანიისთვის და, შესაბამისად, ქართული პროდუქციისთვის ხდება ევროპული ბაზარი ხელმისაწვდომი", – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში ჯამურად 3,8 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 500 ათასი ლარი გრანტია, 3 მლნ ლარი კი შეღავათიანი აგროკრედიტი. სამაცივრო მეურნეობაში 1 ათასი ტონა ხილისა და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი.
სამინისტროს ინფორმაციით, შპს „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტი“ გაერთიანებულია აგროჰოლდინგში. ჰოლდინგში შემავალი კომპანიების საკუთრებაში არსებულ 30 ჰექტარზე, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ მხარდაჭერით, იტალიური ჯიშის 4 სახეობის ყურძენია გაშენებული. წელს ვენახებიდან 400 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.
ბოლო მონაცემებით, სახელმწიფოს მხარდაჭერით ქვეყნის მასშტაბით 86 სამაცივრო მეურნეობაა შექმნილი, თანადაფინანსება კი 41 მლნ ლარს აღემატება.