სახელმწიფო ფერმერებს სამაცივრო კონტეინერების შეძენაში დაეხმარება

© Ministry of Environment Protection and Agricultureსამაცივრო მეურნეობა გორში
სამაცივრო მეურნეობა გორში - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2022
გამოწერა
ახალი სახელმწიფო პროგრამა სპეციალური სამაცივრო კონტეინერების შეძენის თანადაფინანსებას ითვალისწინებს.
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ამოქმედდა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების“ სახელმწიფო პროგრამა, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
უწყების ცნობით, გადაწყვეტილება პროგრამის ამოქმედების შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
ახალი სახელმწიფო პროგრამა სპეციალური სამაცივრო კონტეინერების შეძენის თანადაფინანსებას ითვალისწინებს.
პროგრამით დადგენილი პირობებით, თანადაფინანსების თანხის ოდენობა ერთ ბენეფიციარზე განისაზღვრა მაცივრების ღირებულების არაუმეტეს 80%-ით, მაგრამ არაუმეტეს 80 ათასი ლარით.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული კენკროვანი კულტურების ბაღები უნდა იყოს გაშენებული სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, ბაღების ფართობი ჯამურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 ჰექტარს.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ კენკროვანი კულტურების გაშენების 100%-ით დაფინანსებას სახელმწიფო 3 წლის განმავლობაში ახორციელებდა.
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში აღნიშნულ პერიოდში 1.345 ბენეფიციარმა 525 ჰექტარზე კენკროვანი კულტურები გააშენა. პროგრამის სტანდარტული პირობებით (70% თანადაფინანსება) კვლავ შესაძლებელია კენკროვანი კულტურების გაშენება.
პროექტი „დანერგე მომავალი“, რომელიც 2015 წლიდან ხორციელდება, სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ შემადგენელი ნაწილია და სახელმწიფოს მხრიდან ხეხილის ბაღების განახლება-გაშენებისთვის ფერმერების მიერ ნერგების შეძენის დაფინანსებას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0