რა კეთდება საქართველოში ტყეების მოვლა-აღდგენის მიმართულებით

© Pixabay / Seaq68ტყე
ტყე - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2022
გამოწერა
21 მარტს მსოფლიო ტყის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. დაცული ტერიტორიების სააგენტო უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ტყის მოვლა-აღდგენის მიმართულებით, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
21 მარტს მსოფლიო ტყის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღის მიზანი საზოგადოების ინფორმირებაა ტყეების მნიშვნელობის შესახებ. ტყე საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეა, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიის 42% უჭირავს.

„ტყის დაცვა, აღდგენა და მისი მდგრადი მართვა უმნიშვნელოვანესია ჩვენი და მომდევნო თაობების უკეთესი მომავლისთვის. ტყის დაცვა-აღდგენა ხელს უწყობს ჯანსაღი გარემოს, სუფთა წყლის, ჰაერის და საკვების შენარჩუნებას, ტყე უმნიშვნელოვანესია პლანეტის ბიომრავალფეროვნებისთვის და კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის“, – აღნიშნავენ უწყებაში.

რაც შეეხება სააგენტოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს, უწყების ცნობით, აჯამეთის აღკვეთილში 2016 წლიდან დღემდე წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის - იმერული მუხის აღდგენის პროექტი დაახლოებით 56 ჰა ტერიტორიაზე.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ჩატარდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყის ინვენტარიზაცია 56.033 ჰა-ზე; 2021 წლის მდგომარეობით, ტყის ინვენტარიზაცია ჩატარებულია ჯამში 146.249,5 ჰა ტერიტორიაზე, საიდანაც ტყით დაფარული ტერიტორიის ფართობი შეადგენს 126.056 ჰა-ს.
ყველაფერი აღრიცხვაზე – საქართველოში სახელმწიფო ტყეების ინვენტარიზაცია მთავრდება>>
2021 წელს განხორციელდა საპილოტო პროექტი, კერძოდ, ორ დაცულ ტერიტორიაზე – მტირალას ეროვნული პარკისა (15.806 ჰა) და კინტრიშის დაცული ტერიტორიებისთვის (13.514 ჰა) შემუშავდა ტყის მონიტორინგის გეგმები, რაც ეფუძნება ტყის ეროვნული აღრიცხვის მეთოდოლოგიას. 2022 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის ტყის ინვენტარიზაცია და მონიტორინგის გეგმების შემუშავება კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად დარჩება.
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე SMART-პატრულირება დაწესდება>>
„აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ აღებული ვალდებულებების ფარგლებში, „საქართველოს 2030 წლის კლიმატის სტრატეგიის“ თანახმად, ქვეყანამ 2030 წლისთვის 4.000 ჰექტარზე მეტ ფართობზე უნდა უზრუნველყოს დეგრადირებული ტყეების აღდგენა. ეროვნული სატყეო სააგენტო ტყის აღდგენის ღონისძიებებს სწორედ ამ სამიზნე მაჩვენებლის გათვალისწინებით ახორციელებს“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტყის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 2013 წლიდან აღინიშნება.
ყველა ახალი ამბავი
0