პრემიერმა უკრაინის მოვლენების ფონზე საქართველოში ანტისამთავრობო აქციები დაგმო

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2022
გამოწერა
ასეთ დროს საქართველო ერთიანი უნდა იყოს როგორც არასდროს, განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ჩატარებულა აქციები მთავრობის გადაყენების მოთხოვნით, როგორც ეს საქართველოში იყო.
უკრაინის მოვლენების დაწყებისთანავე თბილისში დაიწყო უკრაინის მხარდამჭერი აქციები. მალე აქციები ანტისახელმწიფოებრივიც გახდა ოფიციალური თბილისის გადაწყვეტილების გამო, რომ ის არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.

„აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარი იყო ის ანტისახელმწიფოებრივი აქციები, რომლებიც იმართებოდა... ეს არის მოღალატეობრივი პოლიტიკა... ამიტომ ჩვენ ამას არ დავუშვებთ და, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის ინტერესს დავიცავთ ბოლომდე“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ეს აქციები ორგანიზებული იყო იმ ძალების მიერ, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში აწარმოებენ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეროვნულ პოლიტიკას.
პრემიერმა ასევე გააკეთა კომენტარი საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგის საერთაშორისო ცენტრი „გორბის“ (GORBI) გამოკითხვის შედეგებზე, რომლის თანახმად, საქართველოს უმრავლესობა მხარს უჭერს მთავრობის გადაწყვეტილებას, არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, ასევე მოსახლეობა წინააღმდეგია სამხედრო კონფლიქტში ჩართვის.
„ძალიან სასიხარულოა ფაქტი, რომ კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა – ჩვენი მთავრობის პოლიტიკა სრულ შესაბამისობაშია და საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, იმ პოლიტიკას, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის, ჩვენი მოსახლეობის დაცვას“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს მოსახლეობას მშვიდობა უნდა>>
ღარიბაშვილმა ასევე მიუსამძიმრა სამი ქართველი მებრძოლის ოჯახებს, რომლებიც უკრაინაში დაიღუპნენ და ყველას თხოვნით მიმართა, ამ თემაზე სპეკულაციებისგან თავი შორს დაიჭირონ. პრემიერის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს ცხედრების სამშობლოში დროულად გადმოსვენებისთვის.
ოფიციალური თბილისის პოზიცია
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, დასავლეთის ქვეყნებმა მის მიმართ სანქციები გაამკაცრეს. საქართველოს ხელისუფლებამ სანქციების დაწესებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ეს უფრო საქართველოს დააზარალებს.
ოფიციალური თბილისის ასეთმა პოზიციამ ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია. ოპოზიციონერებმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თავის მხრივ, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ამ საკითხში ნაწილობრივ მართალია როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია და საჭიროა როგორც სიფრთხილის, ისე გაბედულების გამოჩენა.
პაპუაშვილი: სამი კვირა დაგვჭირდა სანქციებზე უარის თქმის მიზეზების განმარტებისთვის>>
მიუხედავად უარისა სანქციებზე, საქართველომ ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0