https://sputnik-georgia.com/20220318/papuasvili-sami-kvira-dagvwirda-sanqciebze-uaris-mizezebis-ganmartebistvis-265323386.html
პაპუაშვილი: სამი კვირა დაგვჭირდა სანქციებზე უარის თქმის მიზეზების განმარტებისთვის
პაპუაშვილი: სამი კვირა დაგვჭირდა სანქციებზე უარის თქმის მიზეზების განმარტებისთვის
Sputnik საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველომ უკვე ყველაფერი გააკეთა უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით. 18.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-18T16:22+0400
2022-03-18T16:22+0400
2022-03-18T21:48+0400
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო
ახალი ამბები
რუსეთი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/02/251352713_0:0:1300:731_1920x0_80_0_0_42105417da1d69200f755aba3e4edc46.jpg
თბილისი, 18 მარტი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებას სამი კვირა დასჭირდა, რომ ხალხი და ოპოზიციის ნაწილი მეტ-ნაკლებად დაერწმუნებინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის მიზანშეწონილობაში, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო მოითხოვენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას.მისი თქმით, გარკვეული თვალსაზრისით, დასავლეთის ქვეყნები, შესაძლოა, აქეთ უერთდებიან საქართველოს, რომელმაც სხვადასხვა ზომა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიიღო.„საბოლოო ჯამში ამ სამი კვირის განმავლობაში ყველა შეთანხმდა, რომ საქართველოს არ აქვს რაიმე ისეთი ეკონომიკური თუ სხვა სახის რაიმე ბერკეტი სანქციის სახით, რომელიც რეალურად გავლენას მოახდენს გადაწყვეტილებებზე, რუსეთს ვგულისხმობ“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.სანქციების დაწესებით მხოლოდ საქართველო დაზარალდება, დასძინა მან.მან ასევე გაიმეორა საქართველოში აშშ-ის ელჩის სიტყვები, რომელმაც განაცხადა, რომ არავინ მოითხოვს საქართველოსგან რაიმე სანქციების დაწესებას.საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.კერძოდ, საქართველომ ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.
https://sputnik-georgia.com/20220318/papuasvili-opoziciis-iniciativaze-ukrainastan-dakavsirebit-265322209.html
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/02/251352713_64:0:1192:846_1920x0_80_0_0_231e9c4894ce38676e498efe0ddaf778.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო, ახალი ამბები, რუსეთი, უკრაინა
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო, ახალი ამბები, რუსეთი, უკრაინა
პაპუაშვილი: სამი კვირა დაგვჭირდა სანქციებზე უარის თქმის მიზეზების განმარტებისთვის
16:22 18.03.2022 (განახლებულია: 21:48 18.03.2022) პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველომ უკვე ყველაფერი გააკეთა უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით.
თბილისი, 18 მარტი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებას სამი კვირა დასჭირდა, რომ ხალხი და ოპოზიციის ნაწილი მეტ-ნაკლებად დაერწმუნებინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის მიზანშეწონილობაში, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო მოითხოვენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას.
„ახლა ყველა თანხმდება, რომ საქართველოს არ აქვს არანაირი დამატებითი ბერკეტი იმისა, რაც უკვე დაწესებული გვაქვს. ანუ, ის შეზღუდვები, რასაც ქვეყნები ახლა აწესებენ, იქნება ეს მიმოსვლის შეზღუდვა, დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა და ა.შ. ეს ჩვენ დიდი ხნის წინ უკვე გაკეთებული გვაქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, გარკვეული თვალსაზრისით, დასავლეთის ქვეყნები, შესაძლოა, აქეთ უერთდებიან საქართველოს, რომელმაც სხვადასხვა ზომა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიიღო.
„საბოლოო ჯამში ამ სამი კვირის განმავლობაში ყველა შეთანხმდა, რომ საქართველოს არ აქვს რაიმე ისეთი ეკონომიკური თუ სხვა სახის რაიმე ბერკეტი სანქციის სახით, რომელიც რეალურად გავლენას მოახდენს გადაწყვეტილებებზე, რუსეთს ვგულისხმობ“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
სანქციების დაწესებით მხოლოდ საქართველო დაზარალდება, დასძინა მან.
„პირიქით, ყველა თანხმდება, რომ ამით საქართველო დაზიანდება და, მათ შორის, ჩვენი ურთიერთობა სომხეთთანაც (შეიძლება) დაზიანდეს, თუ ჩავკეტავთ შესაძლებლობას, რომ სომხეთის თვითმფრინავებმა ჩვენს საჰაერო სივრცეში იმოძრაონ. სამწუხაროა, რომ სამი კვირა ამას დასჭირდა, მაგრამ საერთო ჯამში ამაზე მეტ-ნაკლებად თანხმობაა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ასევე გაიმეორა საქართველოში აშშ-ის ელჩის სიტყვები, რომელმაც განაცხადა, რომ არავინ მოითხოვს საქართველოსგან რაიმე სანქციების დაწესებას.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
კერძოდ, საქართველომ ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.