Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ლეტალობის მაჩვენებელი შემცირდა - გამყრელიძე ეპიდვითარებას აფასებს

© Government of Georgiaამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2022
გამოწერა
საქართველოში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა კორონავირუსის ახალი ვარიანტი, თუმცა ამის ალბათობა არსებობს, დასძინა ეპიდემიოლოგმა.
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებული ეპიდსიტუაცია თანდათან დასტაბილურდა, ინფიცირებისა და ლეტალობის დღიური მაჩვენებელი მცირდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
იანვარი–თებერვლის დასაწყისში საქართველო კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძოდა, რომელიც „ომიკრონ“ შტამს უკავშირდებოდა. აღნიშნულ პერიოდში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 20-24 ათასს აჭარბებდა. 31 იანვარს გამოვლინდა 26 ათასზე მეტი შემთხვევა. თებერვლის შუა რიცხვებიდან კი ეპიდვითარების მკვეთრი გაუმჯობესება შეიმჩნევა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 368 შემთხვევა დაფიქსირდა.

„ყოველდღიური შემთხვევების კლების ტენდენცია გრძელდება, ინციდენტობის, დადებითობის, ასევე რეპროდუქციის ინდექსი უფრო მცირდება. მნიშვნელოვანია, რომ იკლებს სიკვდილიანობა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ეპიდემიოლოგმა უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია. მისი თქმით, იანვარში დღეში 7 ათასი აცრა ტარდებოდა, თებერვალში – 3 ათასი, მარტში კი – მხოლოდ 1 ათასი და უფრო ნაკლებიც.
„ეს ძალიან ცუდია, რადგან საქართველოში იმუნური ფენა ჯერჯერობით დაბალია. აცრილია მხოლოდ ზრდასრული მოსახლეობის 43,6%, „ბუსტერ-დოზა“ გაკეთებული აქვს 8%-ს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მან მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ რიგ ქვეყნებში, კერძოდ, ავსტრიაში, დანიაში, დიდ ბრიტანეთში, ჰონკონგსა და ჩინეთის ზოგიერთ ქალაქში ამჟამად „ომიკრონის“ მეორე ტალღა შეიმჩნევა.
COVID-19-ის ნაწილაკები - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
რა იცის კორონავირუსის ახალ შტამზე თენგიზ ცერცვაძემ
გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ იქ, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია, შესაძლებელია ინფიცირების გარკვეული მატების ტენდენცია დაფიქსირდეს. ამიტომაც მთავარი ეპიდემიოლოგი იმუნური ფენის გაძლიერების მოწოდებით გამოდის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ბუსტერ-დოზა“, დასძინა გამყრელიძემ.
რაც შეეხება კორონავირუსის ჰიბრიდულ ვარიანტ „დელტაკრონს“, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა, გამყრელიძის თქმით, წინასწარი მონაცემებით, აღნიშნულ შტამს „დელტას“ მსგავსი გართულებები არ ახასიათებს.
„წინასწარი ინფორმაციით, მას „დელტას“ სიმძიმე არ ახასიათებს და ჭარბობს „ომიკრონის“ თვისებები, რომელიც უფრო მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა კორონავირუსის ახალი ვარიანტი, თუმცა ამის ალბათობა არსებობს.
ყველა ახალი ამბავი
0