მიხეილ ჩხენკელი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

© Government of Georgiaმიხეილ ჩხენკელი
მიხეილ ჩხენკელი - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2022
გამოწერა
დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მსოფლიო დღე ყოველწლიურად იმართება და ის საზოგადოების ინფორმირებას, ცნობიერების ამაღლებას და მხარდაჭერის მოპოვებას ემსახურება.
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლების უფლების უზრუნველყოფისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მიერ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში.
დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მსოფლიო დღე პირველად 2006 წელს ჩატარდა. 2011 წლის დეკემბერში გაეროს გენერალური ასამბლეა წინადადებით გამოვიდა, რომ 2012 წლიდან ეს დღე აღნიშნოს ყველა სახელმწიფომ და საერთაშორისო ორგანიზაციამ, რათა ამაღლდეს საზოგადოების ინფორმირების დონე დაუნის სინდრომის შესახებ.
ამ მოვლენის აღსანიშნავად დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ — ეს თარიღი სიმბოლურად ასახავს პათოლოგიის აღმოცენების ბუნებას. 21 მარტი იმიტომ შეირჩა, რომ დაუნის სინდრომი წარმოადგენს ტრისომიას (მარტი წლის მესამე თვეა) და სინდრომის შემთხვევაში ტრისომია ეხება 21-ე წყვილ ქრომოსომას (21 რიცხვი).

„დღეს საქართველო მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან ერთად დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს აღნიშნავს. 2022 წელს მთავარი გზავნილია – #ინკლუზიანიშნავს – ინკლუზია ნიშნავს არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, არამედ ყველა ადამიანისთვის თავისუფალ, თანასწორ, მშვიდობიან გარემოში ცხოვრებას“, – განაცხადა ჩხენკელმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საზოგადოებამ უნდა დაძლიოს ის სტერეოტიპები, რაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ არსებობს.
დაუნის სინდრომის მქონე პირთა მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2022
21 მარტს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მსოფლიო დღე აღინიშნება
„ჩვენი გუნდის მიზანი სწორედ ინდივიდის განსხვავებულ საჭიროებაზე მორგებული განათლების სისტემის უზრუნველყოფაა, რაც ყველას განათლების მიღების თანაბარ შესაძლებლობას აძლევს. ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების მიღება ხომ თითოეული ადამიანის უფლებაა“, – განაცხადა ჩხენკელმა.
საქართველო დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს 2012 წლიდან, უკვე მეთერთმეტედ უერთდება.
საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია, რომელიც Down Syndrome International-ის პარტნიორია, წელს მეათედ უერთდება მსოფლიო საზოგადოებას ჭრელი წინდების კამპანიით და დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს.
წყარო: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ყველა ახალი ამბავი
0