https://sputnik-georgia.com/20220321/belarusidan-254-saxeobis-produqciis-gatana-aikrzala-265395807.html
ბელარუსიდან 254 სახეობის პროდუქციის გატანა აიკრძალა
ბელარუსიდან 254 სახეობის პროდუქციის გატანა აიკრძალა
Sputnik საქართველო
დოკუმენტში მითითებულია 254 სახეობის პროდუქცია. დაზუსტებულია, რომ აღნიშნული ზომა მიზნად ისახავს სახელმწიფოს ეკონომიკური ინტერესების დაცვას
2022-03-21T23:00+0400
2022-03-21T23:00+0400
2023-07-20T15:54+0400
ბელარუსი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/11/249224749_0:0:3045:1714_1920x0_80_0_0_2d564cc9e0f088da9ea78871eb800933.jpg
თბილისი, 21 მარტი - Sputnik. გაფართოებულია საქონლის ჩამონათვალი, რომელთა გატანა ბელარუსიდან აკრძალულია, ინფორმაციას Sputnik-ბელარუსი ავრცელებს.დაზუსტებულია, რომ ორ შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა ბელარუსის პრემიერ-მინისტრმა რომან გოლოვჩენკომ.პირველი დადგენილება შეეხება გადამუშავებულ მარცვლეულს, რომელიც ცხოველების საკვებად გამოიყენება. აიკრძალა ასევე ცილოვანი ნედლეულის გატანა, რომელიც კომბინირებული საკვების წარმოებისას გამოიყენება.აქვე აღნიშნულია, რომ დოკუმენტი წარმოადგენს დადგენილების გაფართოებულ ვარიანტს, რომლითაც გახანგრძლივდა ბელარუსიდან მარცვლეულის ძირითადი სახეობების გატანის აკრძალვის ვადა. ის ვრცელდება ხორბლის, ჭვავის, ქერის, შვრიის, სიმინდის, წიწიბურას, ფეტვის, სხვა მარცვლეულის, დაღერღილი მარცვლეულის, რაფსის თესლის, მზესუმზირის თესლის, კოპტონის და სხვ. გატანაზე, ნათქვამია დოკუმენტში.მეორე დადგენილებით აიკრძალება სამრეწველო პროდუქციის ცალკეული სახეობების გატანა.სულ დოკუმენტში საუბარია 254 სახეობის პროდუქციაზე. დაზუსტებულია, რომ აღნიშნული ზომა მიზნად ისახავს სახელმწიფოს ეკონომიკური ინტერესების დაცვას.მინისტრთა საბჭოს პრესსამსახური აზუსტებს, რომ ორივე დოკუმენტის მოქმედების ვადა ექვსი თვით განისაზღვრა. ისინი ოფიციალურად სამშაბათს, 22 მარტს გამოქვეყნდება და მაშინვე შევა ძალაში.აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული მარცვლეულის გარდა, ბელარუსიდან დროებით აკრძალულია ხორბლის ფქვილისა და წიწიბურას გატანა.
ბელარუსი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/11/249224749_100:0:2831:2048_1920x0_80_0_0_45840368b73734dc76f91f2a1a6a2233.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბელარუსი 254 სახეობა პროდუქცია გატანა აკრძალვა
ბელარუსი 254 სახეობა პროდუქცია გატანა აკრძალვა
ბელარუსიდან 254 სახეობის პროდუქციის გატანა აიკრძალა
23:00 21.03.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) დოკუმენტში მითითებულია 254 სახეობის პროდუქცია. დაზუსტებულია, რომ აღნიშნული ზომა მიზნად ისახავს სახელმწიფოს ეკონომიკური ინტერესების დაცვას
თბილისი, 21 მარტი - Sputnik. გაფართოებულია საქონლის ჩამონათვალი, რომელთა გატანა ბელარუსიდან აკრძალულია, ინფორმაციას Sputnik-ბელარუსი ავრცელებს.
დაზუსტებულია, რომ ორ შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა ბელარუსის პრემიერ-მინისტრმა რომან გოლოვჩენკომ.
პირველი დადგენილება შეეხება გადამუშავებულ მარცვლეულს, რომელიც ცხოველების საკვებად გამოიყენება. აიკრძალა ასევე ცილოვანი ნედლეულის გატანა, რომელიც კომბინირებული საკვების წარმოებისას გამოიყენება.
აქვე აღნიშნულია, რომ დოკუმენტი წარმოადგენს დადგენილების გაფართოებულ ვარიანტს, რომლითაც გახანგრძლივდა ბელარუსიდან მარცვლეულის ძირითადი სახეობების გატანის აკრძალვის ვადა. ის ვრცელდება ხორბლის, ჭვავის, ქერის, შვრიის, სიმინდის, წიწიბურას, ფეტვის, სხვა მარცვლეულის, დაღერღილი მარცვლეულის, რაფსის თესლის, მზესუმზირის თესლის, კოპტონის და სხვ. გატანაზე, ნათქვამია დოკუმენტში.
მეორე დადგენილებით აიკრძალება სამრეწველო პროდუქციის ცალკეული სახეობების გატანა.
სულ დოკუმენტში საუბარია 254 სახეობის პროდუქციაზე. დაზუსტებულია, რომ აღნიშნული ზომა მიზნად ისახავს სახელმწიფოს ეკონომიკური ინტერესების დაცვას.
მინისტრთა საბჭოს პრესსამსახური აზუსტებს, რომ ორივე დოკუმენტის მოქმედების ვადა ექვსი თვით განისაზღვრა. ისინი ოფიციალურად სამშაბათს, 22 მარტს გამოქვეყნდება და მაშინვე შევა ძალაში.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული მარცვლეულის გარდა, ბელარუსიდან დროებით აკრძალულია ხორბლის ფქვილისა და წიწიბურას გატანა.