ერთწუთიანი მარტივი ვარჯიში და ჰიპერტონია უკვალოდ გაქრება: იაპონელი ექიმის მეთოდი

© Pixabay / mohamed_hassan
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2022
გამოწერა
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. სისხლის მაღალმა წნევამ შესაძლოა სერიოზული დაავადების წარმოშობა ან სიკვდილიც კი გამოიწვიოს, ამიტომაც ექიმები ჰიპერტონიკებს სპეციალურ პრეპარატებს უნიშნავენ წნევის დასაწევად. მაგრამ ამის გაკეთება წამლის გარეშე, ერთი მარტივი ვარჯიშითაც შეიძლება, აცხადებს იაპონელი ფარმაცევტი და პროფილაქტიკური მედიცინის ექსპერტი მასატოში კატო.

„წამლები საჭირო არ არის. სისხლის წნევის დაწევა მარტივი ვარჯიშითაა შესაძლებელი. სულ ერთი წუთი დღეში და წნევას დაიწევთ“, — აცხადებს იგი.

საერთოდ, რატომ იმატებს წნევა?

ექიმების თქმით, ამას ძირითადად სისხლძარღვების გამკვრივება იწვევს, რასაც, თავის მხრივ, დაბერება და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა უწყობს ხელს.
როცა სისხლძარღვები ელასტიკურობას კარგავს, სისხლნაკადის გასატარებლად გაფართოება უჭირს, და ეს ბუნებრივად ზრდის ზეწოლას სისხლძარღვების კედლებზე. ამიტომ სისხლძარღვების დარბილებისკენ მიმართულ ვარჯიშს შეუძლია წნევა წამლების გარეშეც შეამციროს.

რით არის სახიფათო წნევის პრეპარატებით დაწევა?

მედიკოსები ირწმუნებიან, რომ წნევის აწევით ორგანიზმი რაღაც დაავადებას გამცნობთ. ანუ წნევა კი არ იწვევს ავადმყოფობას, არამედ, პირიქით, რაღაც ავადმყოფობა იწვევს წნევას.
ვაშლის ძმარი - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2022
როგორ დავიწიოთ წნევა ვაშლის ძმრით სწრაფად: ბრიტანელი მედიკოსების რჩევა
მარტივად რომ ვთქვათ, მაღალი წნევა — ეს ორგანიზმის მნიშვნელოვანი სიგნალია, რომელსაც ჰიპერტონიის საწინააღმდეგო წამლებით ძალადობრივად ვახშობთ, რაც ძალიან საშიშია.
მასატოში კატოს განმარტებით, როცა ავადმყოფი მოცირკულირე სისხლის რაოდენობას აბების მეშვეობით ამცირებს, ორგანიზმს საკვები ნივთიერებები აკლდება. ამიტომაცაა, რომ იმ პაციენტებს, რომლებიც არტერიული წნევის დამწევ წამლებს იღებენ, ხშირად უვითარდებათ თვალის დაავადებები, როგორიცაა კატარაქტა ან გლაუკომა; გარდა ამისა, ეს ზრდის დემენციის (ჭკუასუსტობის) განვითარების რისკსაც.

რას ეფუძნება კატოს ვარჯიში

კატოს თქმით, ეს ვარჯიში შეგიძლიათ აკეთოთ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე. მისი მთავარი თავისებურება ისაა, რომ სისხლნაკადის უეცარი გაზრდა სისხლძარღვებში აზოტის ოქსიდის გამოყოფას უწყობს ხელს, რომელიც მათ სირბილესა და ელასტიკურობას ანიჭებს. ყველაზე ეფექტური მეთოდი კი ამისთვის კუნთების დაჭიმვაა, რათა სისხლძარღვები ჯერ შევიწროვდეს, მერე კი გაფართოვდეს.

აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო ნაშრომს, რომელმაც აზოტის ოქსიდის ეს ფუნქცია დაადასტურა, 1998 წელს ნობელის პრემია მიენიჭა ფიზიოლოგიასა და მედიცინაში. კატოს ანტიჰიპერტენზიული ვარჯიშიც სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება.

წნევის გაზომვა  - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
ექვსი მიუტევებელი შეცდომა წნევის გაზომვისას: სავალდებულოა იცოდეთ!

ვარჯიში მაღალი წნევის დასაწევად

დადექით ან დაჯექით სწორად;
დაიჭირეთ მოხრილი მკლავები მკერდის წინ;
მჭიდროდ შეატყუპეთ ხელისგულები და ძლიერ დააჭირეთ ერთმანეთს;
გეჭიროთ ასე 10 წამის განმავლობაში, შემდეგ კი მოადუნეთ;
იმეორეთ ეს მოძრაობა ერთი წუთის განმავლობაში.
როგორც მასატოში კატო ამბობს, ეს ვარჯიში განსაკუთრებით რეკომენდებულია, ვინაიდან გულთან ახლოს მდებარე მკერდის კუნთებს ასტიმულირებს.
ვარჯიში დღეში ერთხელ მაინც უნდა შესრულდეს, თუმცა რამდენჯერმე გამეორებაც შეიძლება.
როგორც იაპონელი სპეციალისტი განმარტავს, ის არ ცდილობს, უარი ათქმევინოს ვინმეს წამლების მიღებაზე, თუმცა ურჩევს ყველას, დაიწყონ ამ მარტივი ვარჯიშის კეთება, რომლის მეშვეობითაც მედიკამენტების მიღება უბრალოდ აღარ დასჭირდებათ.
წყარო: Shukan Gendai
ყველა ახალი ამბავი
0