https://sputnik-georgia.com/20220320/ukrainis-krizistan-dakavsirebit-istoriis-swor-mxares-vart-cinetis-mtavari-diplomati-265354685.html
უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით „ისტორიის სწორ მხარეს ვართ": ჩინეთის მთავარი დიპლომატი
უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით „ისტორიის სწორ მხარეს ვართ": ჩინეთის მთავარი დიპლომატი
Sputnik საქართველო
ჩინეთი ყოველთვის მოქმედებდა როგორც ძალა მშვიდობის შესანარჩუნებლად მთელს მსოფლიოში, ყოველთვის გამოდიოდა ომის წინააღმდეგ, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა
2022-03-20T13:20+0400
2022-03-20T13:20+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
ჩინეთი
უკრაინა
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/07/265035305_0:139:3378:2040_1920x0_80_0_0_db81edc2e30cba3b69f4d0cd16d0e261.jpg
თბილისი, 20 მარტი – Sputnik. ჩინეთის პოზიცია უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ობიექტური და სამართლიანია, დრო აჩვენებს, რომ ის იდგა „ისტორიის სწორ მხარეს“, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ.რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები შეიყვანა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „ოპერაცია უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისთვის" და უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის რუსეთის ფედერაციის გეგმებში. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება დაიწყეს.„ჩინეთის პოზიცია ობიექტური და სამართლიანია, შეესაბამება უმეტესობა ქვეყნების მისწრაფებებს და დრო გვიჩვენებს, რომ ჩინეთის პოზიცია ისტორიის სწორ მხარეზეა“, - მოყვანილია ვანგ იის სიტყვები ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.მისი თქმით, მანამდე ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან საუბარში მკაფიოდ და ამომწურავად დააფიქსირა ჩინეთის პოზიცია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი მდგომარეობს იმაში, რომ კრიზისის მოგვარებისა და ევროპის კონტინენტზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია უარი ითქვას „ცივი ომის“ მენტალიტეტზე, ბლოკურ დაპირისპირებაზე, პრაქტიკაში უნდა ჩამოყალიბდეს რეგიონული უსაფრთხოების დაბალანსებული, ეფექტური და მდგრადი არქიტექტურა.უაღრესად მნიშვნელოვანია, აღნიშნა ვანგ იიმ, რომ ყველა მხარემ ერთად იმუშაოს კრიზისის გადასაჭრელად დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით, რათა რაც შეიძლება მალე შეწყდეს ცეცხლი და საომარი მოქმედებები და თავიდან იქნას აცილებული მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, იუწყება РИА Новости.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი ყოველთვის მოქმედებდა როგორც ძალა მშვიდობის შესანარჩუნებლად მთელს მსოფლიოში და ყოველთვის „ომის წინააღმდეგ გამოდიოდა".„ეს სათავეს იღებს არა მხოლოდ ჩინეთის ისტორიულ და კულტურულ ტრადიციებში, არამედ ჩინეთის თანმიმდევრულ საგარეო პოლიტიკაშიც. ჩინეთი მომავალშიც მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს საქმის არსიდან გამომდინარე, ობიექტურად და სამართლიანად", - დასძინა დიპლომატმა.ვანგ იიმ აღნიშნა, რომ ჩინეთისთვის მიუღებელია ყოველგვარი გარე იძულება და ზეწოლა, ის ასევე უარყოფს ნებისმიერ უსაფუძვლო ბრალდებებს და ეჭვებს მისი მისამართით.წყარო - РИА Новости.
ჩინეთი
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/07/265035305_647:0:3378:2048_1920x0_80_0_0_3b1e461cc055f09901e60fadb0297977.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უკრაინა კრიზისი ისტორია მხარე ჩინეთი საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი
უკრაინა კრიზისი ისტორია მხარე ჩინეთი საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი
უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით „ისტორიის სწორ მხარეს ვართ": ჩინეთის მთავარი დიპლომატი
13:20 20.03.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) ჩინეთი ყოველთვის მოქმედებდა როგორც ძალა მშვიდობის შესანარჩუნებლად მთელს მსოფლიოში, ყოველთვის გამოდიოდა ომის წინააღმდეგ, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა
თბილისი, 20 მარტი – Sputnik. ჩინეთის პოზიცია უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ობიექტური და სამართლიანია, დრო აჩვენებს, რომ ის იდგა „ისტორიის სწორ მხარეს“, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ.
რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები შეიყვანა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „ოპერაცია უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისთვის" და უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის რუსეთის ფედერაციის გეგმებში. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება დაიწყეს.
„ჩინეთის პოზიცია ობიექტური და სამართლიანია, შეესაბამება უმეტესობა ქვეყნების მისწრაფებებს და დრო გვიჩვენებს, რომ ჩინეთის პოზიცია ისტორიის სწორ მხარეზეა“, - მოყვანილია ვანგ იის სიტყვები ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
მისი თქმით, მანამდე ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან საუბარში მკაფიოდ და ამომწურავად დააფიქსირა ჩინეთის პოზიცია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი მდგომარეობს იმაში, რომ კრიზისის მოგვარებისა და ევროპის კონტინენტზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია უარი ითქვას „ცივი ომის“ მენტალიტეტზე, ბლოკურ დაპირისპირებაზე, პრაქტიკაში უნდა ჩამოყალიბდეს რეგიონული უსაფრთხოების დაბალანსებული, ეფექტური და მდგრადი არქიტექტურა.
უაღრესად მნიშვნელოვანია, აღნიშნა ვანგ იიმ, რომ ყველა მხარემ ერთად იმუშაოს კრიზისის გადასაჭრელად დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით, რათა რაც შეიძლება მალე შეწყდეს ცეცხლი და საომარი მოქმედებები და თავიდან იქნას აცილებული მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, იუწყება РИА Новости.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი ყოველთვის მოქმედებდა როგორც ძალა მშვიდობის შესანარჩუნებლად მთელს მსოფლიოში და ყოველთვის „ომის წინააღმდეგ გამოდიოდა".
„ეს სათავეს იღებს არა მხოლოდ ჩინეთის ისტორიულ და კულტურულ ტრადიციებში, არამედ ჩინეთის თანმიმდევრულ საგარეო პოლიტიკაშიც. ჩინეთი მომავალშიც მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს საქმის არსიდან გამომდინარე, ობიექტურად და სამართლიანად", - დასძინა დიპლომატმა.
ვანგ იიმ აღნიშნა, რომ ჩინეთისთვის მიუღებელია ყოველგვარი გარე იძულება და ზეწოლა, ის ასევე უარყოფს ნებისმიერ უსაფუძვლო ბრალდებებს და ეჭვებს მისი მისამართით.