https://sputnik-georgia.com/20220320/indoetsi-fexburtis-matcze-tribuna-camoingra-sazareli-videokadrebi-265361987.html
ინდოეთში ფეხბურთის მატჩზე ტრიბუნა ჩამოინგრა - საზარელი ვიდეოკადრები
ინდოეთში ფეხბურთის მატჩზე ტრიბუნა ჩამოინგრა - საზარელი ვიდეოკადრები
Sputnik საქართველო
პოლიციის ცნობით, ყველა დაშავებული ახლომდებარე საავადმყოფოებშია გადაყვანილი, მათგან ხუთი მძიმე მდგომარეობაშია.
2022-03-20T22:34+0400
2022-03-20T22:34+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
ინდოეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/18/252656632_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_86e95f3294c53c228fa3def2a0861ceb.jpg
თბილისი, 20 მარტი – Sputnik. ინდოეთის ქალაქ მალაპურამში შაბათს ღამით ფეხბურთის მატჩის დროს დროებითი ტრიბუნა ჩამოინგრა - 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეარხი India TV.„მოედნის კიდეზე აშენებული დროებითი ტრიბუნა ფეხბურთის მატჩის დროს ჩამოინგრა. ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, რომ ინციდენტის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა", - იუწყება ტელეარხი.გავრცელებული ინფორმაციით, დროებითი ტრიბუნა 1000 მაყურებელზე იყო გათვლილი, მაგრამ იქ დაახლოებით 2000 ადამიანი შეიკრიბა.პოლიციის წინასწარი დასკვნის მიხედვით, ბამბუკის ტრიბუნა წვიმისა და სტადიონის გადატვირთულობის გამო ჩამოინგრა.ეს არ არის პირველი მსგავსი შემთხვევა ინდოეთში - გასული წლის მარტში ინდოეთის ტელანგანას შტატში, ქალაქ სურიაპეტის სტადიონზე ხის ტრიბუნის ჩამონგრევისას 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ჩამონგრევის მიზეზად ტრიბუნების დატვირთველობა დასახელდა.წყარო - India TV.
ინდოეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/18/252656632_198:0:2929:2048_1920x0_80_0_0_b4f88f0cac7ac99d5f77cba7cf68003d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინდოეთი ფეხბურთი მატჩი ტრიბუნა ჩამონგრევა ვიდეოკადრები
ინდოეთი ფეხბურთი მატჩი ტრიბუნა ჩამონგრევა ვიდეოკადრები
ინდოეთში ფეხბურთის მატჩზე ტრიბუნა ჩამოინგრა - საზარელი ვიდეოკადრები
22:34 20.03.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) პოლიციის ცნობით, ყველა დაშავებული ახლომდებარე საავადმყოფოებშია გადაყვანილი, მათგან ხუთი მძიმე მდგომარეობაშია.
თბილისი, 20 მარტი – Sputnik. ინდოეთის ქალაქ მალაპურამში შაბათს ღამით ფეხბურთის მატჩის დროს დროებითი ტრიბუნა ჩამოინგრა - 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეარხი India TV.
„მოედნის კიდეზე აშენებული დროებითი ტრიბუნა ფეხბურთის მატჩის დროს ჩამოინგრა. ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, რომ ინციდენტის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა", - იუწყება ტელეარხი.
გავრცელებული ინფორმაციით, დროებითი ტრიბუნა 1000 მაყურებელზე იყო გათვლილი, მაგრამ იქ დაახლოებით 2000 ადამიანი შეიკრიბა.
პოლიციის წინასწარი დასკვნის მიხედვით, ბამბუკის ტრიბუნა წვიმისა და სტადიონის გადატვირთულობის გამო ჩამოინგრა.
ეს არ არის პირველი მსგავსი შემთხვევა ინდოეთში - გასული წლის მარტში ინდოეთის ტელანგანას შტატში, ქალაქ სურიაპეტის სტადიონზე ხის ტრიბუნის ჩამონგრევისას 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ჩამონგრევის მიზეზად ტრიბუნების დატვირთველობა დასახელდა.