https://sputnik-georgia.com/20220319/saqartvelos-skolebsi-ukraineli-moswavleebis-caricxva-daiwyo-265341656.html
საქართველოს სკოლებში უკრაინელი მოსწავლეების ჩარიცხვა დაიწყო
საქართველოს სკოლებში უკრაინელი მოსწავლეების ჩარიცხვა დაიწყო
Sputnik საქართველო
უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს საქართველო შესთავაზებს საჯარო და კერძო სკოლებში სწავლას როგორც სახელმწიფო, ასევე სხვა ენებზე.
2022-03-19T12:00+0400
2022-03-19T12:00+0400
2022-03-19T12:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249831275_0:146:1920:1226_1920x0_80_0_0_1d32f828aee5fd69e62e4887b9d7a6ad.jpg
თბილისი, 19 მარტი - Sputnik. საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეების ჩარიცხვა დაიწყო, ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და გამოხატავენ სურვილს, რომ სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან.სამინისტროს ცნობით, სკოლებში გამარტივებული წესით ჩარიცხვის პარალელურად, უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას უწევენ. მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრს ათობით დაინტერესებულმა პირმა უკვე მიმართა.განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეების ჩარიცხვა შესაძლებელია იმ კლასში, რომელშიც ისინი სწავლობდნენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით. ბავშვებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ სკოლაში განათლება სასურველ ენაზე მიიღონ.დღეისათვის მოქმედი რეგულაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც სურს საქართველოს სკოლაში სწავლის გაგრძელება, საკუთარ ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, განაცხადით უნდა მიმართოს საქართველოს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და წარმოადგინოს სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაცია.განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნული რეგულაცია უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებზე არ ვრცელდება და ისინი გამარტივებული წესით შეძლებენ საქართველოში სწავლის გაგრძელებას.მომავალი კვირიდან უკრაინული ოჯახების ბავშვებს უფასოდ მიიღებენ თბილისის საბავშვო ბაღებიც.დაუზუსტებელი ინფორმაციით, 24 თებერვლიდან, უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის 4,1 ათასი მოქალაქე იმყოფება.წყარო - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249831275_46:0:1874:1371_1920x0_80_0_0_0c8c584fa4c40f79f4ee02a1f09f2749.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო სკოლები უკრაინა მოსწავლეები ჩარიცხვა
საქართველო სკოლები უკრაინა მოსწავლეები ჩარიცხვა
საქართველოს სკოლებში უკრაინელი მოსწავლეების ჩარიცხვა დაიწყო
უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს საქართველო შესთავაზებს საჯარო და კერძო სკოლებში სწავლას როგორც სახელმწიფო, ასევე სხვა ენებზე.
თბილისი, 19 მარტი - Sputnik. საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეების ჩარიცხვა დაიწყო, ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და გამოხატავენ სურვილს, რომ სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში სკოლებში ჩარიცხვის სურვილი სხვადასხვა ასაკის 72 მოსწავლის მშობელმა გამოთქვა, აქედან 38 მოსწავლე უკვე ჩარიცხულია.
სამინისტროს ცნობით, სკოლებში გამარტივებული წესით ჩარიცხვის პარალელურად, უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას უწევენ. მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრს ათობით დაინტერესებულმა პირმა უკვე მიმართა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეების ჩარიცხვა შესაძლებელია იმ კლასში, რომელშიც ისინი სწავლობდნენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით. ბავშვებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ სკოლაში განათლება სასურველ ენაზე მიიღონ.
დღეისათვის მოქმედი რეგულაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც სურს საქართველოს სკოლაში სწავლის გაგრძელება, საკუთარ ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, განაცხადით უნდა მიმართოს საქართველოს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და წარმოადგინოს სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაცია.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნული რეგულაცია უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებზე არ ვრცელდება და ისინი გამარტივებული წესით შეძლებენ საქართველოში სწავლის გაგრძელებას.
მომავალი კვირიდან უკრაინული ოჯახების ბავშვებს უფასოდ მიიღებენ თბილისის საბავშვო ბაღებიც.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, 24 თებერვლიდან, უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის 4,1 ათასი მოქალაქე იმყოფება.