https://sputnik-georgia.com/20220319/cinetsi-2022-wels-covid-19-it-gardacvalebis-pirveli-faqtebi-dafiqsirda-265344645.html
ჩინეთში 2022 წელს COVID-19-ით გარდაცვალების პირველი ფაქტები დაფიქსირდა
ჩინეთში 2022 წელს COVID-19-ით გარდაცვალების პირველი ფაქტები დაფიქსირდა
Sputnik საქართველო
კორონავირუსით ინფიცირების შედეგად გარდაცვალების ბოლო შემთხვევა 2021 წლის 25 იანვარს დაფიქსირდა
2022-03-19T13:44+0400
2022-03-19T13:44+0400
2023-07-20T15:54+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ჩინეთი
covid-19
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260185283_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_416f833dba226bf3a77484b9231668d7.jpg
თბილისი, 19 მარტი – Sputnik. გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინელმა სპეციალისტებმა ქვეყნის მასშტაბით დაავადების აქტიური გავრცელების ფონზე კორონავირუსით გარდაცვალების ორი შემთხვევა დაარეგისტრირეს, იუწყება РИА Новости.ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების შედეგად გარდაცვალების ბოლო შემთხვევა 2021 წლის 25 იანვარს დაფიქსირდა.ჩინელმა ექსპერტებმა პარასკევს გამოავლინეს ინფექციის 2228 ახალი დადასტურებული შემთხვევა, საიდანაც 71 იმპორტირებული იყო, ხოლო 2157 ადგილობრივი. ასეთი მაღალი მაჩვენებლები ქვეყანაში, რომელიც ვირუსის მიმართ „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკას ატარებს, კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ფიქსირდება, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ასეთი მაღალი მაჩვენებლები იყო მხოლოდ 2020 წლის დასაწყისში, როდესაც დაავადება ძირითადად ჩინეთში ვრცელდებოდა და პანდემია გამოცხადებულიც კი არ იყო.დაავადების სწრაფი გავრცელების გამო ქვეყნის მთელ რიგ ქალაქში მთლიან რაიონებში ლოკდაუნი გამოცხადდა.ამავდროულად, ქვეყანაში ასევე დაფიქსირდა ინფექციის უსიმპტომო შემთხვევების საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები, რომლებიც ჩინეთში დადასტურებულისგან ცალკე განიხილება. ასე მაგალითად, გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში გამოვლინდა 1.823 ადამიანი, რომელთა ტესტი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა, მაგრამ მათ დაავადების სიმპტომები არ აღენიშნებათ, აქედან 110 შემთხვევა იმპორტირებულია, ხოლო 1.713 - ადგილობრივი.წყარო - РИА Новости.
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260185283_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_68f85809076fda442c9896052801912c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩინეთი 2022 წელი covid-19 გარდაცვალება ფაქტები
ჩინეთი 2022 წელი covid-19 გარდაცვალება ფაქტები
ჩინეთში 2022 წელს COVID-19-ით გარდაცვალების პირველი ფაქტები დაფიქსირდა
13:44 19.03.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) კორონავირუსით ინფიცირების შედეგად გარდაცვალების ბოლო შემთხვევა 2021 წლის 25 იანვარს დაფიქსირდა
თბილისი, 19 მარტი – Sputnik. გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინელმა სპეციალისტებმა ქვეყნის მასშტაბით დაავადების აქტიური გავრცელების ფონზე კორონავირუსით გარდაცვალების ორი შემთხვევა დაარეგისტრირეს, იუწყება РИА Новости.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების შედეგად გარდაცვალების ბოლო შემთხვევა 2021 წლის 25 იანვარს დაფიქსირდა.
ჩინელმა ექსპერტებმა პარასკევს გამოავლინეს ინფექციის 2228 ახალი დადასტურებული შემთხვევა, საიდანაც 71 იმპორტირებული იყო, ხოლო 2157 ადგილობრივი. ასეთი მაღალი მაჩვენებლები ქვეყანაში, რომელიც ვირუსის მიმართ „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკას ატარებს, კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ფიქსირდება, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ასეთი მაღალი მაჩვენებლები იყო მხოლოდ 2020 წლის დასაწყისში, როდესაც დაავადება ძირითადად ჩინეთში ვრცელდებოდა და პანდემია გამოცხადებულიც კი არ იყო.
დაავადების სწრაფი გავრცელების გამო ქვეყნის მთელ რიგ ქალაქში მთლიან რაიონებში ლოკდაუნი გამოცხადდა.
ამავდროულად, ქვეყანაში ასევე დაფიქსირდა ინფექციის უსიმპტომო შემთხვევების საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები, რომლებიც ჩინეთში დადასტურებულისგან ცალკე განიხილება. ასე მაგალითად, გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში გამოვლინდა 1.823 ადამიანი, რომელთა ტესტი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა, მაგრამ მათ დაავადების სიმპტომები არ აღენიშნებათ, აქედან 110 შემთხვევა იმპორტირებულია, ხოლო 1.713 - ადგილობრივი.