https://sputnik-georgia.com/20220318/sumo-tocinosinma-meotxe-gamarjveba-moipova-265326798.html
სუმო: ტოჩინოშინმა მარტის ბაშოზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა
სუმო: ტოჩინოშინმა მარტის ბაშოზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა
Sputnik საქართველო
ქართველმა სუმოისტმა ჰარუ ბაშოს მეექვსე დღეს ჩიიოტაირიუს სძლია. ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე ჩიომარუ იქნება. 18.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-18T17:29+0400
2022-03-18T17:29+0400
2022-03-18T22:21+0400
სპორტი
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24521/65/245216570_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_381f82b9a7bf574a01db95dd0aef3f83.jpg
თბილისი, 18 მარტი – Sputnik. იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე მარტის ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.იაპონიაში სუმოს 2022 წლის მეორე სუპერტურნირი გრძელდება. მეექვსე საჭიდაო დღეს ქართველი სუმოისტი, რომელიც ჰარუ ბაშოზე დასავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, დასავლეთის მე-12 მაეგაშირა ჩიიოტაირიუს შეხვდა და იორიკირის ილეთით გაიმარჯვა.ამჟამად ქართველი სეკიტორის ანგარიშზე 4 გამარჯვება და 2 მარცხია. მისი შემდეგი მეტოქე სუპერტურნირის მე-7 დღეს ჩიომარუ იქნება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე 2 მოგება და 4 მარცხი აქვს.სუმო: ტოჩინოშინმა მარტის ბაშოზე მესამედ მოიგო და დადებით ბალანსზე გავიდა>>აღსანიშნავია, რომ ქართველი სუმოისტი იანვრის ბაშოზე დაფიქსირებული უარყოფითი ბალანსის მიუხედავად (7-8) უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში დარჩა, თუმცა ჰარუ ბაშოზე წარუმატებლობის შემთხვევაში ტოჩინოშინი ჯურიოში (ქვედა დივიზიონი) დაქვეითებას ვეღარ გადაურჩება. ამისთვის ლევან გორგაძეს მიმდინარე სუპერტურნირზე მინიმუმ 8 გამარჯვება სჭირდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24521/65/245216570_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_f09c7d08bec559ad71775c9fd339882b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, საქართველო, ახალი ამბები
სპორტი, საქართველო, ახალი ამბები
სუმო: ტოჩინოშინმა მარტის ბაშოზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა
17:29 18.03.2022 (განახლებულია: 22:21 18.03.2022) ქართველმა სუმოისტმა ჰარუ ბაშოს მეექვსე დღეს ჩიიოტაირიუს სძლია. ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე ჩიომარუ იქნება.
თბილისი, 18 მარტი – Sputnik. იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე მარტის ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.
იაპონიაში სუმოს 2022 წლის მეორე სუპერტურნირი გრძელდება. მეექვსე საჭიდაო დღეს ქართველი სუმოისტი, რომელიც ჰარუ ბაშოზე დასავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, დასავლეთის მე-12 მაეგაშირა ჩიიოტაირიუს შეხვდა და იორიკირის ილეთით გაიმარჯვა.
ამჟამად ქართველი სეკიტორის ანგარიშზე 4 გამარჯვება და 2 მარცხია. მისი შემდეგი მეტოქე სუპერტურნირის მე-7 დღეს ჩიომარუ იქნება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე 2 მოგება და 4 მარცხი აქვს.
აღსანიშნავია, რომ ქართველი სუმოისტი იანვრის ბაშოზე დაფიქსირებული უარყოფითი ბალანსის მიუხედავად (7-8) უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში დარჩა, თუმცა ჰარუ ბაშოზე წარუმატებლობის შემთხვევაში ტოჩინოშინი ჯურიოში (ქვედა დივიზიონი) დაქვეითებას ვეღარ გადაურჩება. ამისთვის ლევან გორგაძეს მიმდინარე სუპერტურნირზე მინიმუმ 8 გამარჯვება სჭირდება.