https://sputnik-georgia.com/20220317/tochinoshinma-martis-bashoze-mesamed-gaimarjva-265292866.html
სუმო: ტოჩინოშინმა მარტის ბაშოზე მესამედ მოიგო და დადებით ბალანსზე გავიდა
სუმო: ტოჩინოშინმა მარტის ბაშოზე მესამედ მოიგო და დადებით ბალანსზე გავიდა
Sputnik საქართველო
ქართველმა სუმოისტმა ჰარუ ბაშოს მეხუთე დღეს კოტოკუძანს სძლია. ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე ჩიიოტაირიუ იქნება. 17.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-17T16:50+0400
2022-03-17T16:50+0400
2022-03-17T20:34+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/18/249061865_0:245:3072:1973_1920x0_80_0_0_ebf32c6563e885b338d83fd7126ff742.jpg
თბილისი, 17 მარტი – Sputnik. იაპონიაში მიმდინარე მარტის ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) მესამე გამარჯვება მოიპოვა და დადებით ბალანსზე გავიდა.იაპონიაში სუმოს 2022 წლის მეორე სუპერტურნირი გრძელდება. მეხუთე საჭიდაო დღეს ქართველი სუმოისტი, რომელიც ჰარუ ბაშოზე დასავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, დასავლეთის მე-16 მაეგაშირა კოტოკუძანს შეხვდა და ოშიდაშის ილეთით დაამარცხა.ორთაბრძოლა რამდენიმე წამი გაგრძელდა. 34 წლის ტოჩინოშინი უპირატესობას პირველივე შეჯახების შემდეგ დაეუფლა, საბოლოოდ 28 წლის იაპონელმა ქართველი სუმოისტის მიძალებებს ვეღარ გაუძლო და ფეხი დოჰიოს მიღმა გადადგა.ამჟამად ქართველი სეკიტორის ანგარიშზე 3 გამარჯვება და 2 მარცხია. სუპერტურნირის მე-6 დღეს მისი მეტოქე დასავლეთის მე-12 მაეგაშირა ჩიიოტაირიუ იქნება, რომელთანაც ტოჩინოშინს ურთიერთშეხვედრებში კარგი ბალანსი აქვს (10:5).აღსანიშნავია, რომ ქართველი სუმოისტი იანვრის ბაშოზე დაფიქსირებული უარყოფითი ბალანსის მიუხედავად (7-8) უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში დარჩა, თუმცა ჰარუ ბაშოზე წარუმატებლობის შემთხვევაში ტოჩინოშინი ჯურიოში (ქვედა დივიზიონში) დაქვეითებას ვეღარ გადაურჩება. ამისთვის ლევან გორგაძეს მიმდინარე სუპერტურნირზე მინიმუმ 8 გამარჯვება სჭირდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/18/249061865_0:193:2473:2048_1920x0_80_0_0_ca0b5e2e5c8fe1aa5ce8012451584d63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
სუმო: ტოჩინოშინმა მარტის ბაშოზე მესამედ მოიგო და დადებით ბალანსზე გავიდა
16:50 17.03.2022 (განახლებულია: 20:34 17.03.2022) ქართველმა სუმოისტმა ჰარუ ბაშოს მეხუთე დღეს კოტოკუძანს სძლია. ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე ჩიიოტაირიუ იქნება.
თბილისი, 17 მარტი – Sputnik. იაპონიაში მიმდინარე მარტის ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) მესამე გამარჯვება მოიპოვა და დადებით ბალანსზე გავიდა.
იაპონიაში სუმოს 2022 წლის მეორე სუპერტურნირი გრძელდება. მეხუთე საჭიდაო დღეს ქართველი სუმოისტი, რომელიც ჰარუ ბაშოზე დასავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, დასავლეთის მე-16 მაეგაშირა კოტოკუძანს შეხვდა და ოშიდაშის ილეთით დაამარცხა.
ორთაბრძოლა რამდენიმე წამი გაგრძელდა. 34 წლის ტოჩინოშინი უპირატესობას პირველივე შეჯახების შემდეგ დაეუფლა, საბოლოოდ 28 წლის იაპონელმა ქართველი სუმოისტის მიძალებებს ვეღარ გაუძლო და ფეხი დოჰიოს მიღმა გადადგა.
ამჟამად ქართველი სეკიტორის ანგარიშზე 3 გამარჯვება და 2 მარცხია. სუპერტურნირის მე-6 დღეს მისი მეტოქე დასავლეთის მე-12 მაეგაშირა ჩიიოტაირიუ იქნება, რომელთანაც ტოჩინოშინს ურთიერთშეხვედრებში კარგი ბალანსი აქვს (10:5).
აღსანიშნავია, რომ ქართველი სუმოისტი იანვრის ბაშოზე დაფიქსირებული უარყოფითი ბალანსის მიუხედავად (7-8) უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში დარჩა, თუმცა ჰარუ ბაშოზე წარუმატებლობის შემთხვევაში ტოჩინოშინი ჯურიოში (ქვედა დივიზიონში) დაქვეითებას ვეღარ გადაურჩება. ამისთვის ლევან გორგაძეს მიმდინარე სუპერტურნირზე მინიმუმ 8 გამარჯვება სჭირდება.