Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

NCDC-ს ახალი კვლევა: კორონავირუსით გარდაცვლილთა თითქმის 96% 50 წლის და უფროსი ასაკის იყო

© photo: Sputnik / Stringerჰოსპიტალი
ჰოსპიტალი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2022
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 16,5 ათას ადამიანს აჭარბებს.
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა, ჰოსპიტალიზებულთა და კრიტიკული მოვლის საჭიროების მქონეთა უმრავლესობა 50 წლის და უფროსი ასაკის იყო. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) ავრცელებს.
NCDC-ს ინფორმაციით, გარდაცვლილთა 95,8%, ჰოსპიტალიზებულთა 65,0%, კრიტიკული მოვლის საჭიროების მქონეთა 94,2% სწორედ აღნიშნული ასაკის ადამიანები იყვნენ.
როგორც NCDC-ს განცხადებაშია ნათქვამი, ეს მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ COVID-19-ის დაავადების მძიმე განვითარების განსაკუთრებული რისკის ქვეშ სწორედ 50 წლის და უფროსი ადამიანები არიან.
პანდემია დასასრულს უახლოვდება? რას ამბობს ჯანდაცვის უწყება>>
„ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა – ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, რომელთა სიცოცხლე კვლავ საფრთხეშია. გავუფრთხილდეთ და გავაკეთოთ ყველაფერი მათი ჯანმრთელობისთვის“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მიუხედავად ყოველდღიური შემთხვევების და გარდაცვლილთა რაოდენობის მნიშვნელოვნად კლებისა, პანდემია ჯერ არ დასრულებულა, შესაბამისად, ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე კვლავ რისკის ქვეშაა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მიიჩნევენ, რომ ამ დროისათვის ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს და მოსახლეობას კვლავ აცრისკენ მოუწოდებენ.

„გახსოვდეთ, ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს COVID-19-ის მძიმე განვითარებისა და სიკვდილის რისკებს. ვაქცინაცია 94.28%-ით გვიცავს სიკვდილისგან და 94.14%-ით კრიტიკული მოვლის საჭიროების რისკისგან. ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად მაღალია ბუსტერ დოზის შემთხვევაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.640.550-ს მიაღწია. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 16.630-ია.
18 მარტის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2.839.891 აცრა.
მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია 1.355.347 ადამიანი – 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 47,2%. სრულად ვაქცინირებულია 1.253.112 ადამიანი, ანუ 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 43,6%.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0