https://sputnik-georgia.com/20220317/pandemia-dasasruls-uaxlovdeba-gabunia-265290766.html
პანდემია დასასრულს უახლოვდება? რას ამბობს ჯანდაცვის უწყება
პანდემია დასასრულს უახლოვდება? რას ამბობს ჯანდაცვის უწყება
Sputnik საქართველო
მიუხედავად ეპიდვითარების დასტაბილურებისა, ქვეყანაში კვლავაც აუცილებელია პირბადის ტარების წესის დაცვა. 17.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-17T15:37+0400
2022-03-17T15:37+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/15/250670792_0:17:1080:625_1920x0_80_0_0_55b3d4e19147186fc0c456ab1cfdcde7.jpg
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ყველა ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ COVID-19 პანდემიური გავრცელებიდან ენდემურზე გადადის, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.იანვარი–თებერვლის დასაწყისში საქართველო კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძოდა, რომელიც „ომიკრონ“ შტამს უკავშირდებოდა. აღნიშნულ პერიოდში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 20-24 ათასს აჭარბებდა. 31 იანვარს გამოვლინდა 26 ათასზე მეტი შემთხვევა. ბოლო 24 საათში კი ქვეყანაში კორონავირუსის 888 შემთხვევა დაფიქსირდა.მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ, ყველა ნიშნის თანახმად, ვითარება სწრაფი ტემპით უმჯობესდება. საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების საკმაოდ სწრაფი გაუმჯობესების სურათი გვაქვს, დასძინა მან. რაც შეეხება კორონავირუსის ჰიბრიდულ ვარიანტ „დელტაკრონს“, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა, გაბუნიას თქმით, ჯერჯერობით საუბარი ჰიპოთეტურ დონეზე მიდის და აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მუშაობს.მისი თქმით, ამ ეტაპზე სპეციალისტებს ახალი შტამის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ გააჩნიათ.„ჩვენ უნდა დავიცადოთ. ამ ეტაპზე საუბარი ნაადრევია, ინფორმაცია დაზუსტდება. დღეს აქცენტი მაინც არის „ომიკრონზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მიუხედავად ეპიდვითარების დასტაბილურებისა, კვლავაც აუცილებელია პირბადის ტარების წესის დაცვა.
https://sputnik-georgia.com/20220314/ra-icis-koronavirusis-axal-stamze-tengiz-cercvazem-265212551.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/15/250670792_112:0:968:642_1920x0_80_0_0_f6f86dad1ec3f996cd7152c65dbd0cf4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
პანდემია დასასრულს უახლოვდება? რას ამბობს ჯანდაცვის უწყება
15:37 17.03.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) მიუხედავად ეპიდვითარების დასტაბილურებისა, ქვეყანაში კვლავაც აუცილებელია პირბადის ტარების წესის დაცვა.
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ყველა ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ COVID-19 პანდემიური გავრცელებიდან ენდემურზე გადადის, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
იანვარი–თებერვლის დასაწყისში საქართველო კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძოდა, რომელიც „ომიკრონ“ შტამს უკავშირდებოდა. აღნიშნულ პერიოდში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 20-24 ათასს აჭარბებდა. 31 იანვარს გამოვლინდა 26 ათასზე მეტი შემთხვევა. ბოლო 24 საათში კი ქვეყანაში კორონავირუსის 888 შემთხვევა დაფიქსირდა.
„ყველა ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ უკვე შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი ვირუსის პანდემიური მდგომარეობიდან ენდემურ გავრცელებაზე გადასვლის თაობაზე. ეს არ ნიშნავს, რომ მოცემული მიმდინარეობა საყურადღებო არაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იგი გაცილებით ლოკალური, ადგილობრივი ხასიათის და არა პანდემიური იქნება“, – განაცხადა გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ, ყველა ნიშნის თანახმად, ვითარება სწრაფი ტემპით უმჯობესდება. საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების საკმაოდ სწრაფი გაუმჯობესების სურათი გვაქვს, დასძინა მან.
რაც შეეხება კორონავირუსის ჰიბრიდულ ვარიანტ „დელტაკრონს“, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა, გაბუნიას თქმით, ჯერჯერობით საუბარი ჰიპოთეტურ დონეზე მიდის და აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მუშაობს.
მისი თქმით, ამ ეტაპზე სპეციალისტებს ახალი შტამის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ გააჩნიათ.
„ჩვენ უნდა დავიცადოთ. ამ ეტაპზე საუბარი ნაადრევია, ინფორმაცია დაზუსტდება. დღეს აქცენტი მაინც არის „ომიკრონზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მიუხედავად ეპიდვითარების დასტაბილურებისა, კვლავაც აუცილებელია პირბადის ტარების წესის დაცვა.