https://sputnik-georgia.com/20220318/kinocentrma-moklemetrajiani-filmebis-warmoebaze-konkursi-gamoacxada-265324404.html
საქართველოს კინოცენტრმა მოკლემეტრაჟიანი ფილმების წარმოებაზე კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს კინოცენტრმა მოკლემეტრაჟიანი ფილმების წარმოებაზე კონკურსი გამოაცხადა
Sputnik საქართველო
საკონკურსო ფონდი 250 ათას ლარს შეადგენს. ეროვნული კინოცენტრი გამარჯვებულ პროექტს ან პროეტებს ფილმის მთლიანი ბიუჯეტის 75%-ს დაუფინანსებს. 18.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-18T17:48+0400
2022-03-18T17:48+0400
2022-03-18T22:24+0400
ქართული კინო
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/13/250643962_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_1af632d1807c6d49110bac2c4ef31532.jpg
თბილისი, 18 მარტი – Sputnik. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების რეჟისორებისთვის კონკურსი გამოაცხადა.კონკურსის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ეროვნული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის (ფილმების) წარმოების დაფინანსება.პროექტის განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის მიერ, რომელიც არის ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი. პროდიუსერს არ უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.რაც შეეხება რეჟისორს, ის არ უნდა იყოს იმ ფილმის ავტორი, რომელსაც მოგებული აქვს ეროვნული კინოცენტრის წარმოების დაფინანსების სხვა კონკურსი და ნამუშევარი დასრულებული არ არის. ამასთან, მან კინოცენტრს უნდა წარუდგინოს სულ მცირე ერთი საკუთარი სარეჟისორო ნამუშევარი.საქართველოში მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება>>კონკურსზე არ დაიშვება პროექტი, რომელიც მონაწილეობს კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ სხვა კონკურსში.კონკურსზე დარეგისტრირების შემდეგ ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტი ამოწმებს დოკუმენტაციის სისრულეს და სისწორეს. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში კინოცენტრი უკავშირდება კონკურსანტს და აძლევს ხუთ სამუშაო დღეს ხარვეზების აღმოსაფხვრელად.შემდეგ პროექტები გადაეცემა საექსპერტო კომისიას, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი. თუ პროექტი ვერ აკმაყოფილებს კონკურსის მოთხოვნებს, ის საექსპერტო კომისიას არ გადაეცემა განსახილველად.ქუთაისში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება>>ეროვნული კინოცენტრი კომისიის დასკვნის საფუძველზე და თავისი ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის თაობაზე, ადგენს თითოეული პროექტისთვის დაფინანსების ოდენობას პროექტის შემომტან პროდიუსერთან ერთად ბიუჯეტის კიდევ ერთხელ დეტალურად განხილვის შემდეგ.საკონკურსო ფონდი 250 ათას ლარს შეადგენს. კონკურსში გამარჯვებული პროექტი ან პროექტები ეროვნული კინოცენტრისგან ფილმის მთლიანი ბიუჯეტის 75%-მდე თანხას მიიღებს ან მიიღებენ. დანარჩენი შევსებული უნდა იყოს დაფინანსების სხვა წყაროებიდან.განაცხადები მიიღება 20 აპრილის 17:00 საათამდე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/13/250643962_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_2882fe39b4e277d34b38e7059b01f36f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართული კინო, კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
ქართული კინო, კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს კინოცენტრმა მოკლემეტრაჟიანი ფილმების წარმოებაზე კონკურსი გამოაცხადა
17:48 18.03.2022 (განახლებულია: 22:24 18.03.2022) საკონკურსო ფონდი 250 ათას ლარს შეადგენს. ეროვნული კინოცენტრი გამარჯვებულ პროექტს ან პროეტებს ფილმის მთლიანი ბიუჯეტის 75%-ს დაუფინანსებს.
თბილისი, 18 მარტი – Sputnik. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების რეჟისორებისთვის კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ეროვნული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის (ფილმების) წარმოების დაფინანსება.
პროექტის განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის მიერ, რომელიც არის ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი. პროდიუსერს არ უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
რაც შეეხება რეჟისორს, ის არ უნდა იყოს იმ ფილმის ავტორი, რომელსაც მოგებული აქვს ეროვნული კინოცენტრის წარმოების დაფინანსების სხვა კონკურსი და ნამუშევარი დასრულებული არ არის. ამასთან, მან კინოცენტრს უნდა წარუდგინოს სულ მცირე ერთი საკუთარი სარეჟისორო ნამუშევარი.
კონკურსზე არ დაიშვება პროექტი, რომელიც მონაწილეობს კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ სხვა კონკურსში.
კონკურსზე დარეგისტრირების შემდეგ ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტი ამოწმებს დოკუმენტაციის სისრულეს და სისწორეს. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში კინოცენტრი უკავშირდება კონკურსანტს და აძლევს ხუთ სამუშაო დღეს ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
შემდეგ პროექტები გადაეცემა საექსპერტო კომისიას, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი. თუ პროექტი ვერ აკმაყოფილებს კონკურსის მოთხოვნებს, ის საექსპერტო კომისიას არ გადაეცემა განსახილველად.
ეროვნული კინოცენტრი კომისიის დასკვნის საფუძველზე და თავისი ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის თაობაზე, ადგენს თითოეული პროექტისთვის დაფინანსების ოდენობას პროექტის შემომტან პროდიუსერთან ერთად ბიუჯეტის კიდევ ერთხელ დეტალურად განხილვის შემდეგ.
საკონკურსო ფონდი 250 ათას ლარს შეადგენს. კონკურსში გამარჯვებული პროექტი ან პროექტები ეროვნული კინოცენტრისგან ფილმის მთლიანი ბიუჯეტის 75%-მდე თანხას მიიღებს ან მიიღებენ. დანარჩენი შევსებული უნდა იყოს დაფინანსების სხვა წყაროებიდან.
განაცხადები მიიღება 20 აპრილის 17:00 საათამდე.