ქუთაისში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება

© photo: Sputnik / Artem Zhitenev / გადასვლა მედიაბანკშიკონოფირი
კონოფირი - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2022
გამოწერა
პროექტი საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და ქუთაისის მერიის თანამშრომლობით ხორციელდება.
თბილისი, 5 მარტი – Sputnik. ქუთაისში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკონკურსო ფილმების მიღება უკვე დაიწყო და 20 ივნისამდე გასტანს. ფესტივალი კი 1-7 ოქტომბერს გაიმართება.
ცენტრის ინფორმაციით, სელექცია შედგება ორ კატეგორიაში - მოკლემეტრაჟიანი მხატვრული (10-35 წთ) და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური (10-35 წთ) ფილმები.
კონკურსის გამარჯვებულებს ფესტივალის მთავარი პრიზი - ოქროს დინოზავრი გადაეცემათ.
წყარო - საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი
ყველა ახალი ამბავი
0