https://sputnik-georgia.com/20220318/gaero-rusetis-msoflio-turistuli-organizaciidan-garicxva-damrupveli-precedenti-iqneba-265310399.html
გაერო: რუსეთის მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციიდან გარიცხვა დამღუპველი პრეცედენტი იქნება
გაერო: რუსეთის მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციიდან გარიცხვა დამღუპველი პრეცედენტი იქნება
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერიშს მიაჩნია, რომ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციაში (UNWTO) რუსეთის წევრობის შეჩერება დამღუპველ... 18.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-18T09:11+0400
2022-03-18T09:11+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
გაერო
პოლიტიკა
რუსეთი
უკრაინა
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23731/10/237311086_0:94:1000:657_1920x0_80_0_0_85a18ec47feaa2471d58a527c118bdb8.jpg
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერიშს მიაჩნია, რომ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციაში (UNWTO) რუსეთის წევრობის შეჩერება დამღუპველ პრეცედენტს შექმნის სისტემის ფუნქციონირებაში, განაცხადა გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა.მანამდე აღნიშნული ინიციატივა რამდენიმე ქვეყანამ წამოაყენა – ლიეტუვამ, გვატემალამ, პოლონეთმა, სლოვენიამ და უკრაინამ. მსგავსი ზომების მიღება მათ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული „სამხედრო სპეცოპერაციის“ გამო მოითხოვეს.დიუჟარიკმა, ამასთან, განმარტა, რომ გუტერიშს არ შეუძლია UNWTO-ში რაიმე გადაწყვეტილების მიღება.მანამდე UNWTO-ს აღმასრულებელმა საბჭომ მხარი დაუჭირა უახლოეს დროში რიგგარეშე გენერალური ასამბლეის ჩატარებას, რომელზეც რუსეთისთვის წევრობის შეჩერების საკითხი გადაწყდება — უკრაინაში დაწყებული „სამხედრო სპეცოპერაციის“ გამო.გარდა ამისა, უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოდან გარიცხვა მოითხოვა, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ – FATF-დან, ხოლო ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ ინტერპოლს მოსთხოვეს რუსეთის წევრობის შეჩერება. ამ დროისათვის რუსეთი უკვე გასულია ევროსაბჭოდან, რომელიც, სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერ პიოტრ ტოლსტოის განცხადებით, მოსკოვმა საკუთარი ნებით დატოვა.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა ახალი სანქციები დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.
https://sputnik-georgia.com/20220318/kuleba-rusetis-fatf-idan-garicxvas-moitxovs-265310190.html
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23731/10/237311086_0:0:1000:750_1920x0_80_0_0_75e492f4066253d7e3e4d82a5a8262d0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გაერო, პოლიტიკა, რუსეთი, უკრაინა , სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მსოფლიოს ახალი ამბები
გაერო, პოლიტიკა, რუსეთი, უკრაინა , სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერიშს მიაჩნია, რომ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციაში (UNWTO) რუსეთის წევრობის შეჩერება დამღუპველ პრეცედენტს შექმნის სისტემის ფუნქციონირებაში, განაცხადა გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა.
მანამდე აღნიშნული ინიციატივა რამდენიმე ქვეყანამ წამოაყენა – ლიეტუვამ, გვატემალამ, პოლონეთმა, სლოვენიამ და უკრაინამ. მსგავსი ზომების მიღება მათ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული „სამხედრო სპეცოპერაციის“ გამო მოითხოვეს.
დიუჟარიკმა, ამასთან, განმარტა, რომ გუტერიშს არ შეუძლია UNWTO-ში რაიმე გადაწყვეტილების მიღება.
„როგორც იცით, გენერალურ მდივანს არ გააჩნია არანაირი უფლებამოსილება გაეროს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის მიმართ, რომელიც ორგანიზაციის სისტემის სპეციალიზებული დაწესებულებაა. <...> თუმცა [ანტონიუ გუტერიშს] მიაჩნია, რომ ამან შეიძლება დამღუპველი პრეცედენტი შექმნას მრავალმხრივი სისტემის ფუნქციონირებისთვის“, — აღნიშნა დიუჟარიკმა.
მანამდე UNWTO-ს აღმასრულებელმა საბჭომ მხარი დაუჭირა უახლოეს დროში რიგგარეშე გენერალური ასამბლეის ჩატარებას, რომელზეც რუსეთისთვის წევრობის შეჩერების საკითხი გადაწყდება — უკრაინაში დაწყებული „სამხედრო სპეცოპერაციის“ გამო.
გარდა ამისა, უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოდან გარიცხვა მოითხოვა, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ – FATF-დან, ხოლო ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ ინტერპოლს მოსთხოვეს რუსეთის წევრობის შეჩერება. ამ დროისათვის რუსეთი უკვე გასულია ევროსაბჭოდან, რომელიც, სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერ პიოტრ ტოლსტოის განცხადებით, მოსკოვმა საკუთარი ნებით დატოვა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა ახალი სანქციები დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.