მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კულება რუსეთის კიდევ ერთი საერთაშორისო ორგანიზაციიდან გარიცხვას მოითხოვს

  - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2022
გამოწერა
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ რუსეთის კიდევ ერთი საერთაშორისო ორგანიზაციიდან გარიცხვა მოითხოვა, შესაბამისი მოწოდება მან საკუთარ Twitter-ზე გამოაქვეყნა.
საუბარია მთავრობათშორის ორგანიზაცია FATF-ზე, რომელიც დანაშაულებრივი შემოსავლების გათეთრებისა და ფინანსური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო სტანდარტების შემუშავებითაა დაკავებული.

„გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი განაგრძობს ბარბაროსულ ქმედებებს, აუცილებელია მისი გარიცხვა ყველა ცივილიზებული ორგანიზაციიდან და პლატფორმიდან. მოვუწოდებთ FATF-ის ყველა წევრ ქვეყანას, გაირიცხოს რუსეთი და დაუყოვნებლივ შევიდეს ის FATF-ის შავ სიაში“, — დაწერა კულებამ.

მანამდე უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოდან გარიცხვა მოითხოვა. დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კი ამერიკელ, კანადელ, ავსტრალიელ და ახალ ზელანდიელ კოლეგებთან ერთად წერილი გაუგზავნა ინტერპოლს, რომლითაც მათ ორგანიზაციაში რუსეთის წევრობის შეჩერება მოითხოვეს.
ამ დროისათვის რუსეთი უკვე გასულია ევროსაბჭოდან, რომელიც, სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერისა და რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის პიოტრ ტოლსტოის განცხადებით, მოსკოვმა საკუთარი ნებით დატოვა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა ახალი სანქციები დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0