ბათუმში უსახლკარო ოჯახებმა აქცია გამართეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა
საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2022
გამოწერა
აჭარის მთავრობა აცხადებს, რომ უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ბინებით უზრუნველყოფა მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია.
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ბათუმში სოციალურად დაუცველმა პირებმა, რომლებიც უსახლკაროდ არიან დარჩენილი, საცხოვრებელი ფართების მიღების მოთხოვნით აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ გოგოლის ქუჩაზე თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის საკუთრებაში არსებული უკანონოდ აშენებული კორპუსების დემონტაჟი იგეგმება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ აღნიშნულ ფართებში ისინი შეასახლონ.

„ამ კორპუსებში შეგვიშვან უსახლკაროები, რომლებიც წლებია ნაქირავებში ვცხოვრობთ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის კომპანია „მეტრო სითის“ ეკუთვნის.
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2022
აჭარაში უსახლკარო ოჯახები ბინებს ოქტომბერში მიიღებენ
როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობდა, რის გამოც კომპანია 39-ჯერ დაჯარიმდა, თუმცა მშენებლობის პროცესი მაინც არ შეწყვეტილა.
აჭარის მთავრობა აცხადებს, რომ უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ბინებით უზრუნველყოფა მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ასეთი ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ერთ-ერთი პროგრამა „სოციალური სახლების“ მშენებლობას ითვალისწინებს.
„სოციალური სახლი“ – სახელმწიფოს მიერ აშენებული საცხოვრებელი სახლებია, რომელთა შეძენა საქართველოს მოქალაქეებს შეღავათიან ფასში შეუძლიათ. ასეთი სახლების შეძენა შეუძლიათ უსახლკარო ოჯახებს, რომელთაც გააჩნიათ სახლის საფასურის ყოველთვიური შენატანის ორმაგი ოდენობის სტაბილური შემოსავალი. შენატანის ოდენობა დამოკიდებულია ოჯახის სულადობაზე და 400 ლარიდან იწყება.
წყარო: პირველი არხი
ყველა ახალი ამბავი
0