https://sputnik-georgia.com/20220309/awarasi-usaxlkaro-ojaxebi-binebs-oqtombersi-miireben-265078816.html
აჭარაში უსახლკარო ოჯახები ბინებს ოქტომბერში მიიღებენ
აჭარაში უსახლკარო ოჯახები ბინებს ოქტომბერში მიიღებენ
Sputnik საქართველო
უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ბინებით უზრუნველყოფა აჭარის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია
2022-03-09T10:00+0400
2022-03-09T10:00+0400
2022-03-09T15:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
აჭარა
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24629/82/246298271_0:102:2000:1227_1920x0_80_0_0_22b8a57c235a7ff6f7321119f6adaf35.jpg
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. აჭარაში უსახლკაროდ დარჩენილი 100 ოჯახი ბინებს ბათუმში მიმდინარე წლის ოქტომბერში მიიღებს.უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ბინებით უზრუნველყოფა აჭარის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ასეთი ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ერთ-ერთი პროგრამა „სოციალური სახლების“ მშენებლობას ითვალისწინებს.„სოციალური სახლი“ – სახელმწიფოს მიერ აშენებული საცხოვრებელი სახლებია, რომელთა შეძენა საქართველოს მოქალაქეებს შეღავათიან ფასში შეუძლიათ.ასეთი სახლების შეძენა შეუძლიათ უსახლკარო ოჯახებს, რომელთაც გააჩნიათ სახლის საფასურის ყოველთვიური შენატანის ორმაგი ოდენობის სტაბილური შემოსავალი. შენატანის ოდენობა დამოკიდებულია ოჯახის სულადობაზე და 400 ლარიდან იწყება.თავად ბინები მცირე ფართობისაა – ორსულიანი ოჯახისთვის ბინის მინიმალური ფართობი 37 კვადრატულ მეტრს შეადგენს.აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2022 წლის ოქტომბრისთვის „სოციალური სახლის“ პროგრამის ფარგლებში დასრულდება ოთხი სახლის მშენებლობა, სადაც ბინების შეძენას 100 ოჯახი შეძლებს. პროექტის ღირებულება 8,4 მლნ ლარს შეადგენს.
საქართველო
აჭარა
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24629/82/246298271_114:0:1887:1330_1920x0_80_0_0_7dd643f9440f87cba4c722f8708fe0f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აჭარა უსახლკარო ოჯახები ბინები ოქტომბერი სოციალური სახლი
აჭარა უსახლკარო ოჯახები ბინები ოქტომბერი სოციალური სახლი
აჭარაში უსახლკარო ოჯახები ბინებს ოქტომბერში მიიღებენ
10:00 09.03.2022 (განახლებულია: 15:00 09.03.2022) უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ბინებით უზრუნველყოფა აჭარის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. აჭარაში უსახლკაროდ დარჩენილი 100 ოჯახი ბინებს ბათუმში მიმდინარე წლის ოქტომბერში მიიღებს.
უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ბინებით უზრუნველყოფა აჭარის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ასეთი ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ერთ-ერთი პროგრამა „სოციალური სახლების“ მშენებლობას ითვალისწინებს.
„სოციალური სახლი“ – სახელმწიფოს მიერ აშენებული საცხოვრებელი სახლებია, რომელთა შეძენა საქართველოს მოქალაქეებს შეღავათიან ფასში შეუძლიათ.
ასეთი სახლების შეძენა შეუძლიათ უსახლკარო ოჯახებს, რომელთაც გააჩნიათ სახლის საფასურის ყოველთვიური შენატანის ორმაგი ოდენობის სტაბილური შემოსავალი. შენატანის ოდენობა დამოკიდებულია ოჯახის სულადობაზე და 400 ლარიდან იწყება.
თავად ბინები მცირე ფართობისაა – ორსულიანი ოჯახისთვის ბინის მინიმალური ფართობი 37 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2022 წლის ოქტომბრისთვის „სოციალური სახლის“ პროგრამის ფარგლებში დასრულდება ოთხი სახლის მშენებლობა, სადაც ბინების შეძენას 100 ოჯახი შეძლებს. პროექტის ღირებულება 8,4 მლნ ლარს შეადგენს.