მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ზელენსკი: რუსეთთან მოლაპარაკებები მძიმედ მიმდინარეობს

© AP Photo / Ukrainian Presidential Press Officeვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2022
გამოწერა
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები მძიმედ მიმდინარეობს, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეარხ NBC-სთან ინტერვიუში.

„მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება. მოლაპარაკებები საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს“, — აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

ინტერვიუს დროს ჟურნალისტმა ჰკითხა ზელენსკის, იზიარებს თუ არა ამერიკის ადმინისტრაციის, კერძოდ, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შიშებს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს.
„არავინ იცის. შესაძლოა უკვე დაიწყო კიდეც. იმის თქმა, როგორია ასეთი ომის დაწყების ალბათობა, თუ უკრაინა დაეცემა, ძალიან ძნელია. ჩვენ უკვე ვიხილეთ მსგავსი რამ 80 წლის წინ, როდესაც მეორე მსოფლიო ომი გაჩაღდა“, — თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხი „დაუმარცხებელია“, და რომ უცხო ჯარები „უკრაინელებს ღირსებასა და ქვეყნისადმი სიყვარულს ვერ წაართმევენ“.
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2022
„მიუტევებელი რიტორიკა“: პესკოვს პუტინის სამხედრო დამნაშავედ შეფასება დაუშვებლად მიაჩნია
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამ დროისათვის უკრაინულ და რუსულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებათა მეხუთე რაუნდი მიმდინარეობს, რომელზეც ცეცხლის შეწყვეტის, უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანისა და დარეგულირების ზოგადი საკითხები განიხილება. შეხვედრა ვიდეოფორმატში ტარდება. მანამდე ორი ქვეყნის დელეგაციების პირველი სამი შეხვედრა 28 თებერვალს, 3 მარტსა და 7 მარტს ბელარუსში გაიმართა, ხოლო 10 მარტს ანტალიაში მიმდინარე დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში ერთმანეთს უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები — დმიტრო კულება და სერგეი ლავროვი შეხვდნენ.
წყარო: NBC
ყველა ახალი ამბავი
0