„მიუტევებელი რიტორიკა“: პესკოვს პუტინის სამხედრო დამნაშავედ შეფასება დაუშვებლად მიაჩნია

© photo: Sputnik / Grigory Sysoev / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2022
გამოწერა
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სიტყვები, რომელმაც რუსეთის ლიდერს ვლადიმირ პუტინს „სამხედრო დამნაშავე“ უწოდა, მიუღებელი და მიუტევებელი რიტორიკაა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„მიუღებლად და მიუტევებლად მიგვაჩნია იმ სახელმწიფოს მეთაურის ასეთი რიტორიკა, რომლის ბომბებმაც ასობით ათასი ადამიანი დახოცა მთელ მსოფლიოში“, — განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

მანამდე ბაიდენმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად თქვა, რომ პუტინს „სამხედრო დამნაშავედ“ მიიჩნევს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამერიკის ლიდერი ასე მკვეთრად აფასებს რუს კოლეგას. ზუსტად ერთი წლის წინ, 2021 წლის 17 მარტს ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა შეკითხვას, მიიჩნევს თუ არა პუტინს მკვლელად.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა ახალი სანქციები დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ. დასავლური რესტრიქციების დაწესება კვლავ გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0