U21: საქართველოს ნაკრები ესტონეთთან მატჩისთვის ემზადება - შემადგენლობა

© Georgian Football Federationფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2022
გამოწერა
რამაზ სვანაძემ ესტონეთთან მატჩისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები 29 მარტს ესტონელ თანატოლებს შეხვდებიან.
თბილისი, 17 მარტი – Sputnik. საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ესტონეთთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ესტონელ თანატოლებს 29 მარტს დაუპირისპირდება. შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
რამაზ სვანაძემ აღნიშნული მატჩისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა. სიაში მოხვდა ბათუმის „დინამოს“ ახალგაზრდა მცველი ირაკლი აზაროვიც, რომელიც ბოლო დროს საქართველოს ძირითადი ნაკრების სიაში ხშირად ხვდებოდა.
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2022
U17: ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები მალტის ნაკრებთან მეორედ დამარცხდნენ
ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ გამოძახებული ქართველი ახალგაზრდების სია ასე გამოიყურება:
მეკარეები: ლუკა კუტალაძე („დინამო თბილისი“), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), დემეტრე ბულისკერია („დილა გორი“).
მცველები: ცოტნე კაპანაძე („თელავი“), ივა გელაშვილი („სპარტა პრაღა“, ჩეხეთი), გიორგი მაისურაძე („დინამო“, თბილისი), მათე აბულაძე („ტორპედო“, ქუთაისი), სანდრო კალანდაძე („დინამო“, თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა („კადისი B“, ესპანეთი), ლევან ხარაბაძე („დინამო“, თბილისი), გიორგი გოჩოლეიშვილი („საბურთალო“, თბილისი), ირაკლი აზაროვი („დინამო“, ბათუმი).
ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე („დილა“, გორი), შოთა ნონიკაშვილი („საბურთალო“, თბილისი), გიორგი მოისწრაფიშვილი („დინამო“, თბილისი), ბექა დარცმელია („ლოკომოტივი“ თბილისი), რევაზ ინჯგია („აპოლონ ლიმასოლი“, კვიპროსი), ლუკა ხორხელი („სიონი“, ბოლნისი), გიორგი გულიაშვილი („საბურთალო“, თბილისი), ოთარ ფარულავა („გაგრა“), ნოდარ ლომინაძე („დინამო“, თბილისი).
თავდამსხმელები: გიორგი იაკობიძე („ლოკომოტივი“, თბილისი), გიორგი გაგუა („დეპორტივო ალავესი“, ესპანეთი), შოთა შეყილაძე („ლოკომოტივი“, თბილისი).
აღსანიშნავია, რომ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ბოლო შეხვედრა კი რამაზ სვანაძის გუნდმა ნოემბერში ჩაატარა და ინგლისის ნაკრებს (3:2) მოუგო.
საქართველოს ნაკრები ამჟამად ევროპის 2023 წლის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომლის მასპინძელი რუმინეთთან ერთად საქართველოც იქნება.
წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
ყველა ახალი ამბავი
0