U17: ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები მალტის ნაკრებთან მეორედ დამარცხდნენ

© Facebook / Georgian Football Federationსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2022
გამოწერა
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდამდე ჩასატარებელი ამხანაგური შეხვედრების სერია დაასრულა.
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა მალტის გუნდთან მეორე ამხანაგური შეხვედრა წააგო და ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის მზადება დაასრულა.
გიორგი ჩიტაურის მიერ გაწვრთნილი ფეხბურთელები მალტელ თანატოლებთან ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრებმა მატჩის პირველი ნახევარი ნიკოლოზ ნინიძის მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანის ხარჯზე მოიგო.
მიუხედავად ქართველების უპირატესობისა, შეხვედრის მეორე ტაიმში მალტამ თამაშის შემოტრიალება შეძლო. მატჩის 70-ე წუთზე ალექსანდრე ნარიმანიძის უხეშ თამაშს ქართველი ფეხბურთელების კარში თერთმეტმეტრიანის დანიშვნა მოჰყვა, რომელიც მეტოქე გუნდმა გოლად აქცია და ანგარიში გაათანაბრა. მალტის ნაკრებმა გამარჯვების გოლი 85-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2021
ფეხბურთი U17: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში გავიდა
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მალტასთან წინა შეხვედრაც დათმო, სადაც გიორგი ჩიტაურის გუნდი მეტოქესთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდამდე ჩასატარებელი ამხანაგური შეხვედრების სერია დაასრულა. საქართველოს ნაკრები საწვრთნელ პროცესს 12 მარტს განაახლებს, მარტის ბოლოს კი ელიტ-რაუნდის მატჩების გასამართად შოტლანდიაში გაემგზავრება.
ელიტ-რაუნდში ქართველი ფეხბურთელები 23, 26 და 29 მარტს, შესაბამისად, გერმანიის, ჩეხეთისა და შოტლანდიის 17-წლამდელთა ნაკრებებს შეხვდებიან.
ყველა ახალი ამბავი
0