თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს

© photo: Sputnikთუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი
თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2022
გამოწერა
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი ივანე ხუციშვილი დაინიშნა.
განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ რეჟისორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. ხუციშვილი აღნიშნულ პოსტს ოთხი წლით დაიკავებს, ნათქვამია განცხადებაში.
ივანე ხუციშვილმა თანამდებობაზე გიორგი სიხარულიძე შეცვალა, რომელსაც აღნიშნული პოსტი 2017 წლიდან ეკავა.
ივანე ხუციშვილმა განათლება თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო დრამის რეჟისურის მიმართულებით. ის ამჟამად ამავე უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორია.
ლევან წულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2022
მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ლევან წულაძე დაინიშნა
ხუციშვილს სხვადასხვა წლებში დადგმული აქვს სპექტაკლები ოზურგეთის ა. წუწუნავას სახელობის თეატრში, მესხეთის თეატრში, თუმანიშვილის თეატრში, სამეფო თეატრში და სხვ.
ივანე ხუციშვილი სხვადასხვა ჯილდოს მფლობელია. 2015 წელს მიღებული აქვს „საუკეთესო რეჟისურის“ ჯილდო სპექტაკლისთვის „რა დროს შექსპირია“, 2014 წელს სპექტაკლისთვის „მაკბეტი“ გადაეცა ჯილდოები „საუკეთესო რეჟისურა“ და „საუკეთესო სპექტაკლი“, ხოლო 2011-2013 წლებში – „საუკეთესო სპექტაკლის“ ჯილდო სპექტაკლისთვის „საძაღლე“.
თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი ორჯერ გამოცხადდა. პირველი კონკურსი 2022 წლის 20 იანვარს გამოცხადდა, თუმცა ის ჩაიშალა, რადგან საკონკურსო განაცხადების მიღების ვადაში სამინისტროში არცერთი საკონკურსო განაცხადი არ შესულა.
მეორედ კონკურსი 15 თებერვალს გამოცხადდა. სარეკომენდაციო საბჭოს ორი კანდიდატურა წარედგინა და ხმების უმრავლესობა ივანე ხუციშვილმა მიიღო.
წყარო: განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ყველა ახალი ამბავი
0